„ყურში ჩასჩურჩულა ისეთი უმსგავსო სიტყვები, რასაც ქართველი კაცი ვერ აიტანს ვერასოდე“ - ლევან მგალობლიშვილი ოხანაშვილის მიერ ვატო წერეთელის ცემაზე
პოლიტიკა • 1656648153 455

როგორ ფიქრობთ, ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მივედით მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე და იქ სპეციალურად გაილახა ვატო წერეთელი? ეს ხომ აბსურდია, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა.
„ვინაიდან ბევრჯერ გაჟღერდა ჩემი სახელი და გვარი, საჭიროდ ჩავთვალე, რომ კომენტარი გამეკეთებინა დღევანდელ დღესთან და ინციდენტთან დაკავშირებით. სამწუხაროა, როდესაც დღევანდელ დღეს, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე ხდება ესეთი ინციდენტი. ახალა ვერაფერს ვერ ვიტყვი, ვინაიდან ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ირაკლიმ სწორად ასახა დღევანდელი მოვლენა. მე ერთს დავამატებ უბრალოდ – როგორ ფიქრობთ, ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მივედით მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე და იქ სპეციალურად გაილახა ვატო წერეთელი? ეს ხომ აბსურდია. მან ყველაფერი გააკეთა, რომ მომხდარიყო პროვოკაცია, მივიდა ბატონ ანრისთან და მას ყურში ჩასჩურჩულა ისეთი უმსგავსო და უკადრისი სიტყვები, რასაც ქართველი კაცი ალბათ, კი არა, ვერ აიტანს ვერასოდეს და ესეთ პროვოკაციას ყოველთვის ესეთი ადეკვატური პასუხი გაეცემა. იქ მოხდა მცირე შეხლა-შემოხლა.
მინდა, რომ დღევანდელი დღე უპირველეს ყოვლისა მივულოცო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს და ეს ყველაფერი, რაც მოხდა, არ არის გასაკვირი იმ ადამიანისგან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტში, შემდეგ კი კომიტეტის სხდომაზე შემოგვივარდა. ესეთი ადამიანისგან ყველაფერი არის მოსალოდნელი.
ვინმე მარიამ ბაჯელიძემ თავის ჯგუფში ჩააგდო ჩვენი ტელეფონის ნომრები და პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ. მათაც არ დააყოვნეს, მომდის შეურაცხმყოფელი სმს-ები. რა არის ეს, თუ არა ძალადობა“, -განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი.

პირველკურსელი სტუდენტი, ნინიკო დვალი თბილისში გასაქირავებელი ბინების სიძვირესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: "ესეიგი, ვიწვალე, ვიშრომე იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ცხოვრების ახალ...
სოცმედია • 1660159852

ვერძი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე. პროფესიულ საქმიანობაში განვითარების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ. ფინანსური კუთხით იღბლიანი დღე გაქვთ. მეგობრებთან ერთად უფ...
ეს საინტერესოა • 1660159125

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მ...
საზოგადოება • 1660157119

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს - ინფორმაციას ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ჰესის მახლობლად მდებარე ხიდი მნიშვნელოვანი იყო ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკურად - დარტყმა იყო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660150800

დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პ...
სამართალი • 1660150631

უკრაინის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა, ოდესელმა მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა ეპარქიის საქათმე მოინახულა და ქათმები დალოცა.
მსოფლიო • 1660147344