პოლიტიკა • 1695645830 510
„ყველაფერი, რასაც ეს ქალბატონი აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის გზავნილია, ვიღაცებს სჯერათ ამის, ვიღაცებს – ნაკლებად, ახლაც ოპოზიციაში ეს ფაქიზი და ლოიალური დამოკიდებულება არაფერს კარგს არ მოიტანს, მაგრამ მის იმპიჩმენტს არ ვეთანხმები“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციის კომენტირებისას განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავზე ფიქრობს.
„არ მინდა, გაუვიდეს ხელისუფლებას საქციელი. ორივე საკუთარ თავზე ფიქრობს. ერთი იმაზე, რომ არ მოხდეს მისი იმპიჩმენტი, მეორე კი იმაზე ფიქრობს, რომ ჭადრაკის დაფაზე გაყვანილი ჰყავს ქალბატონი, რომელიც სამომავლოდ უნდა გამოადგეს, როდესაც რუსეთი დამარცხდება და რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. რაც შეეხება ფარცხალაძეს, ფაქტია, რომ ის გადაეფარა. სხვა ვარიანტი არ არის. თუ არის რაიმე სხვა ვარიანტი, ვისაუბროთ და გავარჩიოთ. ნებისმიერი მოცემულობის დროს სალომე ზურაბიშვილის ყველა კანდიდატურა ყოველთვის არის ის, ვინც უნდა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“.
„პრეზიდენტი გამალებით ითხოვდა საბუთებს, რომ ფარცხალაძის მოქალაქეობა შეეწყვიტა.. რამდენიმე დღეში გადაფიქრება უცნაურია, მისი ქმედებები კითხვებს აჩენს“ – ანა დოლიძე
ამ შემთხვევაში ფარცხალაძეს, პრაქტიკულად, ყველაფერი გადაურჩინეს. ის ზუსტად ისევე დადგა „ფეესბეს“ დამცველად, როგორც კობახიძე და ა.შ. ვიდრე ბაქრაძის ამბავი იქნებოდა, მანამდეა წარდგენილი კანდიდატურები. მეც ჟურნალისტი ვიყავი და ასეთ რაღაცებს ყურადღებას ვაქცევ. ბაქრაძის შემდეგ არ არის წარდგენილი ის კანდიდატები. ამით თავს ვერ გაიმართლებს. ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია. პრაქტიკულად, ფარცხალაძის ქონება, ყველაფერი დაიცვა. ფაქტებით ფარცხალაძე დაიცვა.
იმ ფაქტზე მინდა, ვისაუბრო, რომ ივანე მერაბიშვილის ჩვენება არსებობს, რომ ფარცხალაძემ მას მოსთხოვა ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ანუ „ფეესბეს“ მოუთხოვია ჩვენება სააკაშვილის წინააღმდეგ. თავის დროზე სააკაშვილი რომ შეეწყალებინა პრეზიდენტს, ძალიან კარგი იქნებოდა. ახლა ისე გადაეფარა ფარცხალაძეს, რომ კიდევ უფრო გამიღრმავდა ჩემი ძალიან დიდი ხნის ეჭვი, რომ ის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის გზავნილების შემსრულებელი გახლავთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ ჩამოართვა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.
ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...
პოლიტიკა • 1701719429
„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...
სოცმედია • 1701719400
"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...
სოცმედია • 1701719370
საქართველოდან უცხოეთში, გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. როგორც გამოცემას სტუდია “ვარსკვლავების” ხელმძღვანელმა,...
საზოგადოება • 1701719100
„პროცესი, რაც მიმდინარეობს კანონზომიერია. კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არ დაწყებულა. მეტსაც გეტყვით, ელექტორალური თვალსაზრისით ეს პარტია დიდი ხანია უკვე გაყოფილია...“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმ...
პოლიტიკა • 1701719068
"მოკლედ დავწერ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში ტაქტიკური პლაცდარმი შექმნიდან უკვე გადავედით ოპერატიულ პლაცდარმზე. აქამდე იყო ტაქტიკური პლაცდარმი, მუშაობდნენ სიღრმეში დაზვერვის ჯგუფები საა...
სოცმედია • 1701718740
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701631860
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი