„ყველას დედას შევ*ცით, ვისაც ამერიკა და ევროპა უნდა“ - „ალტ ინფო“ „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ
პოლიტიკა • 1657027922 1795

ძალადობრივი და პრორუსული ,,ალტ-ინფოს“ პარტიის მთვრალი წევრები და მხარდამჭერები ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ შიდა ქართლის ტელეკომპანია თავად ავრცელებს.
შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში, იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი და ოპერატორი თორნიკე გელიტაშვილი, ჟურნალისტურ საქმიანობას საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდნენ.
როგორც ,,ტვ მონიტორინგის ჟურნალისტმა შოთიკო სადაღაშვილმა განაცხადა, რადიკალებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს. გარდა ამისა, მოძალადე ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს პასუხს იმის გამოც სთხოვდა, თუ რატომ ჰქონდა მათ ტელევიზიას დასავლური კურსი.
,,თავს დაგვესხნენ ალტ-ინფოს მთვრალი მხარდამჭერები. სამნი იყვნენ. 60 წლამდე იქნებოდნენ. გვთხოვდნენ საქმიანობა შეგვეწყვიტა და მათი მოთხოვნა, რომ არ შევასრულეთ გადმოვიდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. გვაგინეს და საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ. ჰქონდათ აპარატურის წართმევის მცდელობაც,"- ამბობს ჟურნალისტი.
,,ევროპის მომხრეები ხართ?" კი და ყველას დედას შევ**ცით, ვისაც ამერიკა და ევროპა უნდა. ყველას დედას შევ**ეცით, ვინც ტრაკის მიცემით ცდილობს ევროპაში შესვლას - ბოზები ხართ“ - უთხრეს მოძალადეებმა ,,ტვ მონიტორინგის გადამღებ ჯგუფს.
ტელეკომპანია "მონიტორინგი" პროფესიული ნიშნით განხორციელებული დევნის და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მოითხოვს რეაგირებას შესაბამისი უწყებების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს ,,კონსერვატორები“ თავს ესხმიან.

პირველკურსელი სტუდენტი, ნინიკო დვალი თბილისში გასაქირავებელი ბინების სიძვირესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: "ესეიგი, ვიწვალე, ვიშრომე იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ცხოვრების ახალ...
სოცმედია • 1660159852

ვერძი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე. პროფესიულ საქმიანობაში განვითარების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ. ფინანსური კუთხით იღბლიანი დღე გაქვთ. მეგობრებთან ერთად უფ...
ეს საინტერესოა • 1660159125

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მ...
საზოგადოება • 1660157119

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს - ინფორმაციას ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ჰესის მახლობლად მდებარე ხიდი მნიშვნელოვანი იყო ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკურად - დარტყმა იყო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660150800

დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პ...
სამართალი • 1660150631

უკრაინის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა, ოდესელმა მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა ეპარქიის საქათმე მოინახულა და ქათმები დალოცა.
მსოფლიო • 1660147344