პოლიტიკა • 1718107236
პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს არ დაუგმია აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ბერძენიშვილს სახლთან თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა.
ბერძენიშვილი, მისი მეგობრები და ოპოზიცია მომხდარს აკავშირებს თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან, სადაც საუბარი რამდენიმე რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეზე იყო.
პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ნაცემი ბერძენიშვილის ფოტო აჩვენა და უთხრა, რომ მას ახალგაზრდების სისხლში აქვს ხელი გათხვრილი:
"ტერორი, რომელიც თქვენ მოაწყვეთ, აუცილებლად იქნება ამაზე შესაბამისი პასუხი გაცემული, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მოხდება, უბრალოდ ახალგაზრდა კაცმა ამ სინდისით უნდა იაროთ, რომ ახალგაზრდების სისხლში თქვენ პირადად გაქვთ ხელი გათხვრილი, იმიტომ, რომ თქვენი მოწოდების შემდგომ, ერთ საათში, თქვენივე ზონდერები დაესხნენ ამ ადამიანს თავს".
პაპუაშვილმა აღნიშნულს ტყუილი უწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე ნარატივი, რაც დილით პოსტად დადო. მისი მტკიცებით, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები ტერორის, ზიზღის ენისა და შეურაცხყოფის ორგანიზატორები არიან.
"სამარცხვინო ტყუილები, რომელიც თქვენგან ისმოდა, რა მოწოდებაზე, არც გრცხვენიათ და დიახ, როდესაც ტერორით დაკავებულები არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია "სირცხვილია", ჯემნიუსი, თქვენ კოლეგებს რომ კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ და თქვენ რომ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, აი ამას დაუფიქრდით თუ შეიძლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სწორედ ამას ეხებოდა მათ შორის ეს საკითხი და რა თქმა უნდა, ყველა ვინც ტერორში იქნება ჩართული, ყველას ვამხელთ, თავისთავად, განსაკუთრებით იმ მხრივ, როცა ორგანიზაციები რომლებიც დაფინანსებას იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ხალხი, რომელიც ხელფასს იღებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ჯემნიუსის ჟურნალისტი რომელიც დეპუტატებს კეფაში ტყვიით ემუქრებოდა საჯაროდ, სირცხვილიას ეს ორი თანამშრომელი, რომლებიც ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს, ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ, გრასის თუ ფაქტჩეკის თანამშრომელი, რომელიც თავს დაესხა პარლამენტის წევრს და შეურაცხყოფას აყენებდა მას. რამდენჯერმე, უკვე რამდენი ხანია ველი, რომ გაემიჯნება ამას ევროკავშირის შესაბამისი ფონდი იქნება თუ რომელიმე ქვეყანა, რომელიც ამ ფონში ფულს რიცხავს, თუ ევროკავშირის კომისია თავად, ვინც თავად აფინანსებს ამ ფონდს, ვერც ერთი განცხადება ვერ ვნახე ამ ძალადობისგან, ტერორისგან გამიჯვნისა", - თქვა პაპუაშვილმა.
ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, - 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ა...
პოლიტიკა • 1733242641
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. "30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თ...
პოლიტიკა • 1733241037
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება". ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს. "არ...
პოლიტიკა • 1733240540
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...
პოლიტიკა • 1733239998
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...
პოლიტიკა • 1733238950
"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......
პოლიტიკა • 1733238244
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი