"ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა ეფ-ეს-ბეს აგენტი... მოვითხოვ, საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალური გამოძიებით" | სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა • 1695049110 358

"ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა ეფ-ეს-ბეს აგენტი... მოვითხოვ, საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალური გამოძიებით", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს. მის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:
ერთ-ერთმა, ბატონმა კახამ [კალაძე] მემგონი თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ვიზიტები არის ევროპაში. არა, ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა ეფ-ეს-ბეს თუ კა-გე-ბეს, ერთიდაიგივეა, აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებებში,რომლებიც უნდა ამას იძიებდეს და პასუხისმგებლობა მათზე არის და მე მოვითხოვ აქ, თქვენს წინაშე სწორედ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს. დეტალურად, დეტალური გამოძიებით, ეს არის არა თხოვნა, ეს არის მოთხოვნა, - განაცხადა ზურაბიშვილმა.მისივე თქმით, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მოთხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ შესულა.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V...
საზოგადოება • 1695816120

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონ...
განათლება • 1695811715

კომუნალური გადასახადების დაფარვა ყოველთვიურად გვიწევს. რთულია, ყველა პროვაიდერს ადევნო თვალი, შეინახო ქვითრები და შემდეგ არ გამოგრჩეს გადახდის თარიღი. თიბისი ფეიზე ყველა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811593

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811363

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის ს...
საზოგადოება • 1695810969

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავ...
საზოგადოება • 1695810829