ზუკა ბერძენიშვილის ოპერაცია დასრულდა - ოჯახი გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

პოლიტიკა 1718109710

ზუკა ბერძენიშვილი

 ზუკა ბერძენიშვილის ოპერაცია დასრულდა. მას ცხვირი აქვს გატეხილი და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაუდებელ ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. მისი ძმის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, სამოქალაქო აქტივისტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება მომხდარს, როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, ძალადობა პირდაპირ იყო წახალისებული პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან და არ აქვს მნიშვნელობა, ჰქონდა თუ არა პაპუაშვილს ინფორმაცია

"პაპუაშვილის განცხადება  იყო წამახალისებელი, უბრალოდ პაპუაშვილმა შეიძლება არც იცოდა, რომ იგეგმებოდა, შეიძლება იცოდა, თუმცა არ აქვს ამას მნიშვნელობა, ის ისეთივე პაიკია ამ თამაშში, როგორც ბევრი სხვა, ვისაც ჰგონია, რომ რაღაცას წარმოადგენს.  ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კეთდება ასეთი განცხადება, საიდანაც 1 საათში ხდება ასეთი ფაქტი, ეს შეიძლება მივიჩნიოთ პოლიტიკის ნაწილად. თვითონ ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჩვენ გექცევით ასე" ამბობს ლევან ბერძენიშვილი "დღის სტუმრის" ეთერში, პირდაპირი ჩართვის დროს.
მისივე თქმით, გამოძიებას კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს, რადგან ეს იყო ჯგუფური თავდასხმა და არა უბრალოდ ძალადობა, რომლითაც შსს-მ საქმე აღძრა.

 

ცნობისთვის, გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დღეს დილით, საკუთარ სახლთან დაესხნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. მოძალადეები მას მანქანით  ელოდებოდნენ. სანომრე ნიშნის დაფიქსირება ბერძენიშვილმა მოახერხა. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები, თუმცა მოძალადეები ამ დრომდე არავის დაუკავებია.

 

ბერძენიშვილს თავს პაპუაშვილის სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ დაესხნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ მოძალადეები წაახალისა და რეალურად, თავდასხმის სამიზნეები განუსაზღვრა. ჩამონათვალში დასახელებული იყო ბერძენიშვილიც.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი
"გამარჯვება ბიჭებო" - პრეზიდენტი ეროვნულ ნაკრებს

"გამარჯვება ბიჭებო" - ამ სიტყვებით ამხნევებს დორტმუნდში ჩასული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს.   დორტმუნდის სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე საქართველო:თურქეთის თამა...

საზოგადოება 1718722917

აშშ ელჩი
„რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი პარტიასთან, ვინც აფინანსებს ოკუპანტს?“ - აშშ-ის ელჩი ჩინეთზე

რაც შეეხება ანაკლიას, CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთი...

პოლიტიკა 1718722846

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი
„რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს“ - დანიგანი

უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის პრემიერმინისტრი აცხადებენ, რომ იმედი აქვთ ჩვენი ურთიერთობის ძველ რელსებზე დაბრუნების. მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან მკ...

პოლიტიკა 1718722744

შოთაძე
"კანდიდატი არსებობს" - ვინ შეცვლის ირაკლი შოთაძეს

ვინ აღმოჩნდება ირაკლი შოთაძის ადგილმონაცვლე? - მთავარი საგამოძიებო უწყება ქვეყნის პირველი გამომძიებლის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც შოთაძემ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა.   "პირველები" შეეცადა, გაერკ...

პოლიტიკა 1718719430

ჩერგოლეიშვილი
„ასეთ ოლქში შევედით პატრიარქის, ზვიადის და მიშას მტრებად შერაცხული „ელჭიპიტი იეღოვლები“ ბიძინასთან საჭიდაოდ“ – რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „გრძელი პოსტია, მაგრამ ძალიან მინდოდა დამეწერა.გუშინ ერთ გონიერ ადამიანს შევხვდი და მასთან საუბრითაა ინსპირირებული. (ამის მერე ფ...

სოცმედია 1718719090

თემირლან
"ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული" - სპეციალური საგამოძიებო სამსახური მაჩალიკაშვილის საქმეზე

 სპეციალური საგამოძიებო სამსახური ეხმაურება 2024 წლის მარტში ევროპის მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციას "მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საქმესთან დაკავშირებით. უწყება ამბო...

სამართალი 1718718939