ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა 1700473200    182

სალომე და მიშა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს მოქმედი პრეზიდენტის განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა, და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში.

მიხეილ სააკაშვილმა "ლე მონდთან" ინტერვიუში ზურაბიშვილის რამდენიმე განცხადებას უპასუხა:

"მინდა ჯერ ერთი მივულოცო მას, რომ ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა გაზეთ ლე მონდისთვის მიცემულ ინტერვიუში. აბსოლუტურად სწორი აქცენტები თქვა რუსულ ოლიგარქიაზე, იმაზე, რომ ფსონი ამ რუს ოლიგარქს აქვს. [...] ამავე დროს, ლე მონდი თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა მისი შეწყალების უფლება, სხვათა შორის ამისკენ მოუწოდებდა მას პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მეთაური, რომლებსაც ის შეხვდა ბოლო თვეების განმავლობაში. მე არ მინდა განსხვავებით მაკრონისგან, ზელენსკისგან, სხვა ლიდერებისგან ვინც ამისკენ მოუწოდებს ქალბატონ სალომეს რაღაც მოვთხოვო, უბრალოდ მინდა ვუპასუხო რამდენიმე პუნქტს რომელსაც ის ამბობს. ის ამბობს, რომ მე ვამბობ, რომ მე ვარ უკეთესად ფიზიკურად, მე ვარ უკეთესად, მე ვარ უკეთესად სულიერად, მე ვარ ძალიან მხნედ. [...] რა თქმა უნდა, სულიერად ვარ უფრო მხნედ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ რომ ვარ უკეთესად. ქალბატონი სალომე იძახის, რომ მე აღარ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების, საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ჩემ სურვილზე დამოკიდებული, სამწუხაროდ, ჩემი რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა, ეს ასეა და რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა, და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისი განცხადებით, "ოცნებას" ერთი სული აქვს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იყოს და მომავალში ამ თანამდებობაზე თეა წულუკიანს ამზადებენ. სააკაშვილმა თქვა, რომ თბილისის მერს, კახი კალაძეს პრემიერის პოსტზე ამზადებენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფოტო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი წალკიდან 13 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში ი...

შემთხვევა 1701807901

სელფი
სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701807832

ხაინდრავა
"ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია..." - რას წერს გოგა ხაინდრავა

"ხაბეს აშშ-ი მიეცა შესაძლებლობა მაიკ პენსს გასაუბრებოდა საქართველოზე! პენსი ქურქუმალვაითს თუ ფლობდა აბა რას წარმოვიდგენდი. ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია. ეს ჩვენი ცოდვით სავსე სტრატეგიული...

სოცმედია 1701807300

საჩუქარი
როგორი საჩუქრით გავახარებთ ზოდიაქოს ნიშნებს?

ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ხასიათზე გავლენას ახდენს მის გემოვნებაზე. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, საჩუქრის ადრესატი მოკრძალებული საახალწლო სუვენირით უფრო გაახაროთ, ვიდრე ძვირად ღირებული საჩუქრით, რ...

ეს საინტერესოა 1701807000

ბიბო ბაიაშვილი
"გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი, ნინო ბაიაშვილი" - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

"გარდაიცვალა იტალიაში (ბარში) ახალგაზრდა ემიგრანტი, ნინო ბაიაშვილი. გლოვობს ჩემი თიანეთი 7 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩამოსულიყავი მშობლიურ სიმონიაანთხევში?....  სიკვდილო,ვინ წაგართვი?? ეცხოვრა, ეცო...

სოცმედია 1701806700

ნანუკა ნიცა
„ძალიან მაგარია, როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს, ასეთი ფორმით უთხრას -მკიდიხარ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ნიცა თავაძეზე

"ძალიან მაგარია,  როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს, ასეთი ფორმით უთხრას - მკიდიხარ. თუ ყველა ასე მოვიქცევით, უცხო ადამიანები სხვების ცხოვრებიდან ცხვირსად ამოყოფენ და დიზაინერობასაც თავს დაანებებე...

სოცმედია 1701806100