17 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას (ბზობას) აღნიშნავს
რელიგია • 1650138900 296

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ.ბზობა ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
"...ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!", - ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.
მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს. ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.
იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.
იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" (მათე 21, 9).
ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: "ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას".

"ტვ პირველის" ფინანსური დირექტორი, ნანა აბურჯანიძე, რომელიც გუშინ აშშ-ს სალჩოში მიღებას ესწრებოდა ვატო წერეთელზე მომხდარ თავდასხმას იხსენებს. ის ყვება, რომ "ტვ პირველის" დამფუძნებლის მხირდან პროვოცირე...
პოლიტიკა • 1656650657

სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, - ამის შესახებ ინფრომაციას პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი.მაქსიმალური...
პოლიტიკა • 1656650364

თამარ ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი ფინეთის წარმომადგენლის ადგილას ზის და წერს: „აგე ჩემი პრემიერი ფინეთის პრემიერიც...
სოცმედია • 1656649304

პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოცქსელში წერს: „დილიდან ზეიმი აქვთ ნაცებს, ბიძინა ივანიშვილი ბათუმის საავადმყოფოშიაო!ახლა კარგად მომისმინეთ სვავებო!ბიძინა ივანიშვილი ხორციელი ადამიანია და არა კერპი, ც...
სოცმედია • 1656648581

"#ჩვენიმხარდაჭერაანრის ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი!! ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!! ჩვენი უპირობო მხარ...
სოცმედია • 1656648397

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის "რკინის ფარდა" ეშვება. მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა აღარ ა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1656648312