"ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ" - საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება
რელიგია • 1688722619 165

საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება
"ეგრეთ წოდებული ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს. ამის დაკვირვება შესაძლებელია იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც ამ მოძრაობამ რამდენიმე ათეული წლის წინ აიდგა ფეხი.
ჯერ კიდევ წლების წინ ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ამ მოძრაობის ნამდვილი მიზანი არ არის ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთნაირსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და, ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება.
დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და კარგად ვხედავთ ბავშვებში ამ პროპაგანდის დასაწყისის მცდელობებს.
ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის რომ კიდევ ერთხელ გავაცხადოთ: ჩვენი საზოგადოება ამას ვერ შეეგუება, არ არის მზად და არც არასდროს დადგება მსგავსი მზაობა. ეს საკითხი განსაკუთრებით უქმნის საფრთხეს სამოქალაქო მშვიდობას და იწვევს უკიდურეს პოლარიზაციას, ამიტომ მისი საკანონმდებლო წესით დარეგულირება მიზანშეწონილად მიგვაჩნია.
ჩვენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ერთად ასევე თვალნათლივ წარმოგიდგენთ ჩვენს ერთობას ამ საკითხთან დაკავშირებით და ხმამაღლა ვაცხადებთ: ამ ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ერთად ვქმნიდით თანაცხოვრების კულტურას, რომელშიც სიღრმისეულად არის გამჯდარი ურთიერთპატივისცემაც და ურთიერთმიმღებლობაც. ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია.
ამ ადგილიდან (მეტეხის ტაძრის ეზოდან) კარგად ჩანს ჩვენი სამოქალაქო კულტურის შტრიხები, რომლებიც სრულიად განსხვავებული რელიგიებისა და კულტურის მქონე ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში საერთო სახელმწიფოს მშენებლობისა და თანაცხოვრების უნიკალური მაგალითია." - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადებაში.

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...
საზოგადოება • 1695652717

ბათუმში "მაზდას" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება TV25 ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რა გახდა შემ...
შემთხვევა • 1695647572

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ბიჭვინთის ქართული სკათალიკოსო ტაძრის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ტაძრის მდგომარეობის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს იცოდა. „ჯერ კიდევ 2014 წელს დამიდია ეს ფოტო,...
სოცმედია • 1695647122

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის...
საზოგადოება • 1695646380

ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავაც გრძეილდება ვანდალური ფაქტები ეკელსია მონასტრებში. ამჯერად, ბიჭვინთაში X-XI საუკუნეების ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს, თეატრის სკამები დაამონტაჟეს და ლოცვის...
პოლიტიკა • 1695646227

„ყველაფერი, რასაც ეს ქალბატონი აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის გზავნილია, ვიღაცებს სჯერათ ამის, ვიღაცებს – ნაკლებად, ახლაც ოპოზიციაში ეს ფაქიზი და ლოიალური დამოკიდებულება არაფერს კარგს არ მოიტანს, მაგრამ...
პოლიტიკა • 1695645830