რელიგია • 1637662855 77
არ შეიძლება, ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა და საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
„ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა, მსოფლიოსი.
ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისაგან, ადამიანი არის მფარველობის ქვეშ.
თქვენ გახსოვთ სიტყვები უფლისა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე?!“ – აი, წმინდა გიორგი იყო განსაცდელში. წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი და საყვარელი ადამიანი იმპერატორისა. იმპერატორი დიოკლეტიანე პატივისცემით უყურებდა მას, მაგრამ განსხვავებულმა სარწმუნოებამ, ქრისტიანობამ, შეცვალა მათი დამოკიდებულება.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს; განსაცდელი არის საშუალება, რომლითაც ღმერთი მოდის ჩვენთან.
არ შეიძლება, ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს; მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება.
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ.
მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენ წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება – ეს არის მონანიება ცოდვისა.
„ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა!“
ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს გონებას, ჩვენს ტვინს: – ჩვენ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები?!
ღმერთი არის სიყვარული. სიყვარული შეცვლის ადამიანს. სიყვარულმა დაგლოცოთ, ღვთის სიყვარულმა გაგათავისუფლოთ თქვენ, ჩვენ და მთელი მსოფლიო განსაცდელისაგან.
გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა მისგან.
ყველას გილოცავთ გიორგობას, გიორგობა – ეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული.
ვთქვათ ტროპარი წმინდა გიორგისა:
ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის! ამინ!
წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი, წმინდა გიორგიმ დაიცვას თქვენი ოჯახები, თქვენი შვილები.
ჩვენთან არს ღმერთი!“, – აღნიშნა ილია მეორემ.
"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?! ბევრმა თქვენგანმა მოგვწერეთ რომ როდესაც ავტობუსი საცობში დგას თან ეს დიდი ხანია გრძელდება, მძღოლები არ აღებენ კარებს რომ ფეხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ან უბრალოდ...
სოცმედია • 1702066800
ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ...
კრიმინალი • 1702066500
სვერდლოვსკის ოლქში, წელიწად-ნახევრის ბავშვი გაიყინა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ura.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამბავი 6 დეკემბერს მოხდა, ალაპაევსკის მახლობლად მდებარე ს...
შემთხვევა • 1702066200
თბილისში ოჯახის წევრები 27 წლის ნოდარ ლებანიძეს ეძებენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული ახალგაზრდას დამ, ქეთი ლებანიძემ განუცხადა, მისი ძმა სახლიდან გუში...
საზოგადოება • 1702065900
როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვას რჩევები და რეკომენდაციები გადაცემაში „დილა ფორმულაზე.
ეს საინტერესოა • 1702065300
საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ჯადოსნურია. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთა...
საზოგადოება • 1702064744
ეს საინტერესოა • 1702063920
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი