რელიგია • 1638612593 75
ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, რომ მესიანიზმის დრო წავიდა, მესია მხოლოდ მაცხოვარია.
როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, „არავინ დაიბრალოს თავის თავზე, მე ვიქნები თუ სხვა, რომ თითქოს ჩვენს გარეშე საქართველო არ განვითარდება“.
„საქართველოს ღმერთი იფარავს და ღვთისმშობელი. არავინ დაიბრალოს თავის თავზე, მე ვიქნები თუ სხვა, რომ თითქოს ჩვენს გარეშე საქართველო არ განვითარდება. ჩვენ გარეშეც ვითარდებოდა, ჩვენთან ერთადაც შეიძლება განვითარდეს და ჩვენს შემდეგაც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასე რომ, გონიერებას მოვუხმოთ! უაზრო რაღაცებზე დროს ფუჭად ნუ ვკარგავთ. მოთმინებასაც ზღვარი აქვს და ამიტომ უნდა ვეცადოთ ჩვენს ქვეყანას და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! შენდობა მაშინ მიეცემა ადამიანს, როცა მიხვდება, რომ დააშავა. ჩვენ ღმერთთან რატომ მივდივართ და აღსარებას რატომ ვამბობთ? - იმიტომ, რომ ვაშავებთ, ვაფუჭებთ. როცა ვაშავებ, ჩემს თავს ხომ ვუშავებ და სიკვდილი ხომ შემოდის ჩემში იმ ცოდვის გამო? თუ არ მივედი, აღსარება არ ვთქვი, არ ვეზიარე, თუ გამოსწორებისთვის არ ვიზრუნე, აბა, როგორ დაიწვება ჩემი ცოდვების მიმართ მიდრეკილებანი? ასე უნდა ვიფიქროთ თითოეულმა ჩვენგანმა. ლამაზი ერი ვართ, რომ მივდივარ ხოლმე ჩემი ქვეყნიდან, რამდენიმე დღეში ისე მენატრება, დიდხანს ვერ ვჩერდები. ზოგჯერ იძულებითაც გადიხარ, რომ რაღაც კარგი გააკეთო შენი ქვეყნისთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ და აგიხილოთ გონების თვალი. უფალმა ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი უწმინდესი, ჩვენი მთავრობა და მხედრობა, ეკლესიის თითოეული შვილი თუ საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი, ვისაც საქართველო უყვარს, ღმერთი და დედაღვთისმშობელი უყვარს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - აღნიშნა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა, რომ 20 000-მდე გატაცებულიდან უკრაინამ რუსეთიდან 387 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. მისივე თქმით, გატაცებული ბავშვების უმეტესობა ობოლი ან მშობლის მზრუნვ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1702102427
ჟურნალისტი რაულ ქირია სოცქსელში წერს: „გუშინ საღამოს უცნობმი პირი ჩემს მეუღლეს Nino ს თავს დაესხა და მანქანიდან გასტაცა საფულე სახლთან, სადაც კამერებმა დააფიქსირა აღნიშნული ფაქტი. პირი იდენტიფიცირებულ...
სოცმედია • 1702102207
მსახიობმა ანკა ვასაძემ „რადიო ფორტუნას“ კითხვებს უპასუხა და ოჯახის შესახებ ისაუბრა. „რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა ცნობილი ოჯახის ყოლა, თუმცა მე ზედმეტი მომდიოდა, რადგან ძალიან ვუფრთხილდები ოჯ...
საზოგადოება • 1702102133
„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხაბეიშვილი იყო და ვაშაძე დაასვეს თავზე“, „სტრატეგ...
პოლიტიკა • 1702101948
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ „ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია საქართ...
პოლიტიკა • 1702101814
საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს - STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1702101625
ეს საინტერესოა • 1702063920
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი