მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა
რელიგია • 1653675577 764

მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მოქმედმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სინოდის გადაწყვეტილება რუსეთის პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციამ განაპირობა, რომელიც რუსეთის აგრესიას სრულად უჭერს მხარს.
"სრულად არ ვეთანხმებით რა რუსეთის პატრიარქ კირილის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვეცვალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის წესდება. აღნიშნული ცვლილება ადასტურებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მოსკოვის საპატრიარქოსგან," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ასევე მოქმედებს უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (უკრ. Православна церква України), რომელიც შეიქმნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანებულ კრებაზე 2018 წლის 15 დეკემბერს. უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის ტომოსი მიიღო 2019 წლის 6 იანვარს მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსისაგან. მოსკოვის საპატრიარქო და მისდამი დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ ცნობდნენ მის ავტოკეფალიას და მის მღვდელმთავარს არ იხსენიებდნენ ლოცვებში.
საინტერესოა, მოხდება თუ არ ამ ორი ეკლესიის გაერთიანება დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ.

გუშინ, 8 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე მესამე შვილის მამა გახდა. გოგონა „იმედის“ კლინიკაში დაიბადა. მესამე ქალიშვილს მშობლებმა ნიცა დაარქვეს. ახალშობილი 4.200 კგ-ს იწონის, ხოლო 54 სმ-ია. შეგ...
საზოგადოება • 1660022989

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი დის გარდაცვალების გამო გამოხატული თანაგრძნობისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის და სოცქსელში წერს: „ძვირფასო მეგობრებო, ყველას უდიდეს მადლობას შემოგწირავთ იმ დაუვიწყარი თა...
სოცმედია • 1660022461

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი რეზიდენცია ფლორიდაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, საგამოძიებო...
მსოფლიო • 1660021381

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა, მიკერძოებული სასამართლო და საქართველოში მიმდინარე მოვლენები - ამ საკითხებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს გამოცემა Foreign Poli...
პოლიტიკა • 1660018995

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება ფილიალებისათვის 27 500 ლარის ქათმის კვერცხის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. ტენდერის პირობებიდან ირკვევა, რომ 50 000 ცალი - პირველი კატეგორიის, ახალი, მთელი, გლუვი, ხორ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1660018258

8 წლის საბას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას შვილის გადასარჩენად დახმარებას სთხოვს. მიმდინარე წლის 15 იანვარს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ რადიკალურად შეცვალა მათი...
საზოგადოება • 1660017319