როცა ოჯახში ავადმყოფი გვყავს, რა თქმა უნდა, დახმარებისათვის ექიმს უნდა მივმართოთ, მაგრამ პირველ რიგში შემწეობა ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ - ილია მეორის დარიგება
რელიგია • 1661372340 842

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რჩევებს გვიზიარებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ოჯახში ვიღაც ავად არის. რჩევებს "მშობლები" ავრცელებს.
"ზოგჯერ ადამიანს თვითონ უფალი უკავშირდება. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს, რომელსაც ავადმყოფობა ეგზავნება, უფალი სარეცელზე დააწვენს და ესაუბრება. ამ დროს ადამიანი, რომელიც მანამდე ყველაფრისათვის იცლიდა გარდა უფლისა, იქნებოდა ეს ოჯახი, სამსახური, დასვენება-გართობა, თუ სხვა, ღმერთსა და სულის გადარჩენაზე ფიქრს იწყებს.
როცა ოჯახში ავადმყოფი გვყავს, რა თქმა უნდა, დახმარებისათვის ექიმს უნდა მივმართოთ, მაგრამ პირველ რიგში შემწეობა ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ. ავადმყოფმა აუცილებლად აღსარება უნდა თქვას და წმინდა ზიარება მიიღოს, რომელიც საკურნებელია სულისა და ხორცისა. კარგი იქნება, თუ იგი კვირაში ერთხელ მაინც ეზიარება. უდიდესი ძალა აქვს აგრეთვე მისთვის ლოცვას, განსაკუთრებით დავითნის წაკითხვას.
ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ რადგან მოძღვარი შინ მიგყავთ, ამიტომ აუცილებლად რაღაც თანხა უნდა გაიღოთ. მე ვაძლევ ჩვენს მოძღვრებს ლოცვა-კურთხევას, რომელთაც თვითონაც კარგად იციან, რომ ავადმყოფის ოჯახს ისედაც ბევრთ რამე უჭირს, გასამრჯელოს გარეშე წამოგყვნენ ავადმყოფებთან და აზიარონ ისინი".

„თბილისობა 2023“-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 28 სექტემბრის 23:00 საათიდან 3 ოქტომბრის 08:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ,...
საზოგადოება • 1695913420

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის (SCRA) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვე...
განათლება • 1695912444

მომღერალი, ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „ჩემი ჯაფარა აღარ მყავს! მოიხსნე უფალო მისი სული სასუფეველსა თვისა! ამინ ღმერთო. რამდენი რამე გავიარეთ ერთად და სად წახვედი ბიჭო…“,- წერს ზურა.
სოცმედია • 1695912177

#ერთადგავიმარჯვებთ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადება. თიბისი, როგორც ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი, მათ განსაკუთრებით გულშემატკივრობს და სხვადასხვა...
სპორტი • 1695911623

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მაჰმუდ ადიბსა და საელჩოს წარ...
განათლება • 1695911532

თბილისში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ალიანსის რიგით მე-3 ფორუმი გაიმართა. ფორუმში თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალა...
საზოგადოება • 1695911464