სახლხინოში სალოცავად მისული მრევლი და სასულიერო პირები პოლიციამ დააკავა
რელიგია • 1636283405 95

ჭყონდიდის ეპარქიაში წირვა-ლოცვა დღეს დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, სალხინოს მონასტერში სალოცავად მისული მარტვილის მცხოვრებლები, მეუფე სტეფანეს ბრძანებით მონასტრის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, რასაც მეუფე სტეფანეს მრევლსა და მარტვილელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ, მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის სასულიერო პირებიც არიან.
ხმაური და დაძაბული ვითარებაა ამ წუთებში ჭყონდიდის ეპარქიაში. სალხინოს მონასტერთან მრევლის ნაწილი შეიკრიბა, რომლებიც მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.
მეუფე სტეფანე კი დღევანდელ დღეს, ისტორიულს უწოდებს და აცხადებს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში სიმშვიდემ დაისადგურა და ამის გარანტი იესო ქრისტეა.
ცნობისთვის, სალხინოს მონასტერში დღეს, ქუთათელ-გაენათელიც იმყოფებოდა.

ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერების მიზნით, აშშ რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში საჰაერო სადესანტო დივიზიას აგზავნის, რომელიც Screaming Eagles ("მყვირალა არწივების") სახელითაა ცნობილი...
მსოფლიო • 1660324578

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი სოხუმში ჩავიდა. მაქსიმ რეშეტნიკოვმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად სოხუმის აეროპორტი მოინახულა და მისი აღდგენის პროცესებზე და საჭირო ფინანსების გა...
პოლიტიკა • 1660324051

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვეთრად გაუარესებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საუბრობს. "დღეს ვიყავი დ...
პოლიტიკა • 1660323456

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის "დეპუტატი", "რუსული გაზაფხული-2014"-ის დამფუძნებელი, კრიმინალური ავტორიტეტი იური კრიკულენკო მოკლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660323325

ბრიტანელ-ამერიკელ მწერალ სალმან რუშდის, ნიუ-იორკის შტატში ჩატაქუას ინსტიტუტის ღონისძიებაზე გამოსვლისას თავს დაესხნენ. უცხოური მედიის ცნობით, სცენაზე მდგომ რუშდის დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი დაე...
მსოფლიო • 1660323114

საბორნე მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ საზღვაო ტრანსპორტის დაწესების მოთხოვნით ქართულ მხარეს სომხეთმა მიმართა, ამის მიზეზი კი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1660322471