საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

რელიგია 1634154300    51

სვეტიცხოველი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს აღნიშნავს. ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენების დღეც აღინიშნება.

ძველი აღთქმის მიხედვით, მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა შემოსამოსელთან ერთად აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა. იცოდა ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და ამიტომაც ყრმა იესუსს მომავალ "მღვდელმოძღვარს წესსა ზედა მელქისედეკისასა" კვართი მოუქსოვა. 

იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ურიები - ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. სწორედ ელიოზის დედამ გააფრთხილა ვაჟები, რომ უფლის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღოთ.

მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა თურმე, მცხეთაში მოესმა ელიოზის დედას, რომელსაც წამოუძახებია: "მშვიდობით, მეფობაო ისრაელთაო, რამეთუ უგუნურებით მოჰკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა!", და მწუხარებისაგან იქვე დაულევია სული. 

ელიოზმა მცხეთაში წამოიღო. სიდონია მას ტირილით შეჰგებებია მცხეთის კარიბჭესთან, ჩაუკრავს მკერდში "ყოველთა სასურველი კვართი მხსნელისა" და მიუძინებია "თავისი დედის ძილით". ეს ამბავი მთელ მცხეთას მოედო. მიცვალებული მეფე ადერკს უნახავს და კვართი მოსწონებია. ბევრს ცდილან, მიცვალებულისთვის კვართი გამოერთმიათ, მაგრამ ამაოდ და ბოლოს კვართითვე დაუკრძალიათ ლიბანის ნაძვებთან. ამგვარად მოხვდა უფლის კვართი საქართველოში. შემობრძანდა იბერიაში წმინდა ნინო და დადგა ჟამი უფლის კვართით დაწინდული "საზეპურო ერის" ქრისტესთან ქორწილისა, შეერთებისა... 

მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანმა თავის სამეფო ბაღში ტაძრის აშენება გადაწყვიტა. მოჭრეს ბაღში ამოსული მშვენიერი ლიბანის ნაძვები და მათგან 7 სვეტი გამოთალეს. შეკრეს ძალთაგან კედლები და აღმართეს ექვსი ბოძი თავ-თავიანთ ალაგას, ხოლო ტაძრის შუაში დასადგმელად მეშვიდე სვეტს, მიუხედავად ბევრი წვალებისა, ძვრა ვერ უყვეს. მეფე და მისი მხლებელნი სასახლეში წაბრძანდნენ. სვეტთან მხოლოდ წმინდა ნინო დარჩა მოწაფეებთან ერთად. სასოწარკვეთილმა ეშმაკმა მათი შეშინება სცადა, მაგრამ წმინდა ნინოს ლოცვამ დაამხო მისი მანქანება.

იცისკრა. წმინდა ნინო ხელგანპყრობილი ლოცულობდა. უეცრად მასთან ნათლით შემოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. ქალწული მის წინაშე პირქვე დაემხო, ხოლო ჭაბუკმა მოჰკიდა სვეტს ხელი და ზეცად აღამაღლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ცეცხლის სახედ შეცვლილი სვეტი ნელ-ნელა ჩამოეშვა, იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ხე მოკვეთეს და მიწიდან ორ წყრთაზე გაჩერდა, ასე მოგვითხრობს "სვეტიცხოვლის საკითხავი", ხოლო "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ცეცხლის სვეტი ჩამოშვებულა, ამავე ადგილას დამდგარა და კაცთაგან ხელშეუხებლად დამყარებულა.

ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე – 11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

სვეტი-ცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა და წარემატებოდა ქრისტეს სარწმუნოებაში ქართველი ერი. პლატონ იოსელიანის ვარაუდით, ეს მაცოცხლებელი წყარო შაჰ-აბასის შემოსევებისას, 1614-1617 წლებში უნდა დაწყვეტილიყო, რადგან შაჰს თურმე, ძალზე შეურაცხუყვია ტაძარი, ხოლო 1624 წელს შაჰ-აბასის თანამედროვემ, "საელჩო პრიკაზში" გამოძახებულმა იოანიკე ბერძენმა ივან გრამოტინს ასეთი რამ უთხრა: როცა შაჰ-აბასის პაპამ, შაჰ-თამაზმა ივერია დალაშქრა (ეს იყო 1541-1553 წლებში), შაჰს სვეტიცხოვლის ტაძარი ცხენებისა და პირუტყვის სადგომად გადაუქცევია; აი, სწორედ მას შემდეგ შეწყდა სვეტიდან მირონის დენაო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მემუარები
გაჩხრიკეს დონალდ ტრამპის რეზიდენცია - რას ეძებდა FBI

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი რეზიდენცია ფლორიდაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, საგამოძიებო...

მსოფლიო 1660021381

ნიკა გვარამია
რას წერს ნიკა გვარამიაზე, მიკერძოებულ სასამართლოსა და საქართველოს მოვლენებზე Foreign Policy-ი

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა, მიკერძოებული სასამართლო და საქართველოში მიმდინარე მოვლენები - ამ საკითხებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს გამოცემა Foreign Poli...

პოლიტიკა 1660018995

გაძვირება
შევისყიდი 50 ათას ცალ კვერცხს - ქუთაისის ბაღების გაერთიანება ტენდერს აცხადებს

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება ფილიალებისათვის 27 500 ლარის ქათმის კვერცხის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. ტენდერის პირობებიდან ირკვევა, რომ 50 000 ცალი - პირველი კატეგორიის, ახალი, მთელი, გლუვი, ხორ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1660018258

დედა
„ვაიმე, ღმერთო, აღარ შემიძლია“ - სასოწარკვეთილი დედის ვიდეომიმართვა, რომელიც 8 შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის

8 წლის საბას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას შვილის გადასარჩენად დახმარებას სთხოვს. მიმდინარე წლის 15 იანვარს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ რადიკალურად შეცვალა მათი...

საზოგადოება 1660017319

ქალი დაორსულება
დაუჯერებელი ამბავი - გაიცანით ქალი, რომელიც, 5 დღეში ორჯერ დაორსულდა

კალიფორნიაში მცხოვრები 25 წლის ოდალის მარტინესის თქმით, 5 დღის განმავლობაში ორჯერ დაორსულდა. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. „ლილიო და იმელდა ერთ დღეს დაიბადნენ, თუმცა ისინი ტყუპები არ არიან. ისინი სხვა...

მსოფლიო 1660016901

ივანიშვილი დეგნანი
"ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებსა და სანქციებზე" - დეგნანი ივანიშვილზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა. "არ მსურს ბატონ ივანიშვილის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმა. ჩვენ როგორც წესი, არ ვასაჯაროებთ პირად შეხვედრებს, იქნება ეს...

პოლიტიკა 1659989940