საქართველოს ცხოვრება წმინდა გიორგის გზას ჰგავს - მეუფე შიო

რელიგია 1669196869

მეუფე შიო

საქართველოს ცხოვრებაც ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას, მიუხედავად მრავალი შეცდომისა, საქართველო ყოველთვის ეკლესიის ერთგულების გზით დადიოდა, რამაც მოგვიყვანა დღემდე, - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძრიდან სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. 

გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ ილია მეორის ლოცვა-კურთევას, შეგვეწიოს მისი დალოცვა. მოწამე არის ადამიანი, რომელიც წამებისა და სიკვდილის წინაშე მდგომიც კი, მზად არის, დაამოწმოს ქრისტე. იუსტინე ფილოსოფოსი, იყო ასეთ მოღვაწე ადრე ქრისტიანულ პერიოდში და ის საკმაოდ მარტივად ხსნის, რა არის მოწამეობის არსი. ის ამბობს, რომ ჩვენ მივდივართ სიკვდილზე, რათა არ დავარღვიოთ მცნება, არა იცრუო. როდესაც გვეკითხებიან, შენ გწამს ქრისტე? ჩვენ გვირჩევნია, მოვკვდეთო, ვიდრე ეს მცნება დავარღვიოთ, რომ არა იცრუო. ასე განმარტავს იგი და მოციქულთა საქმეები განსაკუთრებით შეეწიონ მოციქულთა ქადაგების საქმეს ეკლესიაში, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარზე ქადაგებას, ასეთი ყოვლისმომცველი ძალა ჰქონოდა, რომ არ ყოფილიყო ასობით ათასი მოწამის ღვაწლი.

თქვენ გახსოვთ, რა ზეგავლენა ჰქონდა მათ წამებას, თვითმხილველ წარმართებზე, ჯალათებზეც კი, რომლებიც მათ აწამებდნენ, როდესაც ხედავდნენ, რამდენად უშიშრად, ხშირად მუდიმარედ და ბაგეებზე ლოცვით კვდებოდნენ დიდი მოწამეები და ამის გარდა, ისინი არიან ჩვენთვის ყველაზე ნათელი მაგალითი ქრისტეს ურყევი რწმენისა, ერთგულებისა, ვაჟკაცობისა და სიმამაცისა. მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ასეთი შეკითხვა, რომ რა ძალით არის შესაძლებელი ამ ღვაწლის აღსრულება? სიკვდილის დათმენა, წამების დათმენა და ქრისტეს დამოწმება – ამაზე პასუხს იძლევა დღევანდე დღეს წაკითხული ქადაგება, სადაც უფალი იოესო ქრისტე ბრძანებს, რომ მოვა ნუგეშინის მცემელი სული ჭეშმარიტებისა, რომელსაც მე მოვავლენ მამისაგან, რომელიც მამისგან გამოდის და იგი დაამოწმებს ჩემზე და თქვენც დაამოწმებთ ამბობს უფალი, ასევე სხვა ადგილას ბრძანებს იგი, რომ როდესაც თქვენ შეგიპყრობენ, სამსჯავროზე წაგიყვანენ და წარსდგები წინაშე მეფეთა და მთავართა, რომ დაამოწმოთ ჩემთვის, მაშინ ნუ ზრუნავთ და ნუ ფიქრობთ, თუ რა ილაპარაკოთ, რადგან იმ ჟამს მოგეცემათ სიტყვები თქვენ რაც უნდა ილაპარაკოთ, რადგან სულიწმინდა დაამოწმებს თქვენი ბაგეებით.

ამ დიდი ღვაწლის აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ სულიწმინდის ძალით, მადლით და მხოლოდ სულიწმინდის მადლით აღასრულა ეს ღვაწლი წინდა მოწამე გიორგიმ და მისი ბაგეებით დაამოწმა სულიწმინდამ, რომ იესო ქრისტე არის გზა ჭეშმარიტება და ცხოვრება", - ამბობს მეუფე შიო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსული ინფექცია დაუდგინდა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „პარტენოპეის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს. კლუბის ცნობით, მას ვირუსული ინფექცია აქვს, რის გამოც დღევანდელ საწვრთნელ პ...

საზოგადოება 1713411982

ხოფერია
„ბლეყვე…“ - ხათუნა ხოფერია ალეკო ელისაშვილზე

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოცქსელში წერს: „ელისაშვილმა იმდენი იძახა მომაწექითო… მიაწვნენ და შეაგდეს “ კანარეიკაში”   ბლეყვე…“

სოცმედია 1713411712

კალაძე კახ
„ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას,  ეკლესიას,  სარწმუნოებას, რაზეც დგას ჩვენი ერი, ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში“ - კახა კალაძე

„ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც  ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. ამ ღირებულებებით გვინდა ჩვენ  ევროპა და ევროპული მომა...

პოლიტიკა 1713411539

ამინდი
ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სინოპტიკოსების ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგ...

საზოგადოება 1713411432

საზოგადოება
"ეს პროცესი ყაიმით ვერ დასრულდება, ეს უნდა დასრულდეს ხალხის გამარჯვებით" - ნიკა მელია

"ეს პროცესი ყაიმით ვერ დასრულდება, ეს უნდა დასრულდეს ხალხის გამარჯვებით", - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე საუბრობს.   აქ ყაიმით...

პოლიტიკა 1713411280

კახა კალაძე
„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება“ - კახა კალაძე

„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება“ - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებ...

პოლიტიკა 1713411219