რელიგია • 1633616488
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს პრესსამსახურმა გაავრცელა. ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ სასულიერო პირების საუბრის მთავარი თემა, ე.წ. ,,კრებსები" იყო. სასულიერო პირების აზრით, ,,კრებსების" მიზანი საპატრიარქოს წინასაარჩევნო პერიოდში ჩართვას ემსახურებოდა.
,,შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებული ე.წ. „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „კრებსები“ შეიცავს ზოგიერთ საჯაროდ გაცხადებულ ფაქტს, მათში მაინც მრავალი მცდარი ინფორმაცია წერია.
გარდა ამისა, გამოიკვეთა ნაწილობრივი თანხვედრა ზოგიერთი თელოგისა და სასულიერო პირისაგან შემდგარი ჯგუფის საჯარო განცხადებებთან, რაც უკანასკნელ წლებში საპატრიარქოსა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. გაკრვეულ შემთხვევაში კი აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები ბოროტად სარგებლობდნენ მაღალი იერარქიის სახელით.
მღვდელმთავრებმა აღნიშნეს, რომ სახეზეა ამავე ჯგუფისა და ე.წ. კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების შეთანხმებული მოქმედება. ტელევიზიები ამ ჯგუფის დახმარებით საეკლესიო საკითხების შესახებ ცილისმწამებლური შინაარსის სიუჟეტებს ამზადებდნენ და, ფაქტობრივად, მათი გეგმის განხორციელებაში იყვნენ ჩართულნი. სწორედ მათი ეთერით გახმოვანდა საპატრიარქოს შტურმისა და სინოდის წევრების დაპატიმრების გეგმის შესახებ. ამ ტელევიზიებს ყოველ შაბათსა და კვირას თავიანთ გადაცემებში იერიში აქვთ მიტანილი საპატრიარქოს წინააღმდეგ. ამისთვის კი საგულდაგულოდ იძიებდნენ და ჩხრეკდნენ მღვდელმთავრების პირად ცხოვრებას, რითაც ცდილობდნენ მოემწიფებინათ საზოგადოებრივი აზრი სასულიერო პირების გასასამართლებლად და დასასჯელად.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უკანონო მოსმენები ყოვლად მიუღებელია და ეკლესია აუცილებლად ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას.
რაც შეეხება საეჭვო ჩანაწერებს, სადაც სასულიერო პირების ზნეობრივ გადაცდომებზეა საუბარი, ყველა საშუალებით მოხდება მათი გადამოწმება. მღვდელმთავრებმა ასევე გარკვევით აღნიშნეს, რომ ამ თუ სხვა ნებისმიერი გარე შემოტევის წინაშე სინოდი ერთსულოვანი იქნება", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით...
პოლიტიკა • 1725808634
გამარჯვებისთანავე გადავდგამთ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერებისა და დაცვის მიზნით. ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სწორედ იმ ფორმით, როგორსა...
პოლიტიკა • 1725808293
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლანძღავს პრეზიდენტს და ტრადიციულად აქებს ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით განოსვლისას სალომე ზურაბიშვ...
პოლიტიკა • 1725807825
ხალხი რუსული კანონის მიმღები დეპუტატების წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს "მოღალატე" და "რუსის" მონა ეძახეს. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვიდეოში ისმის უცენზურო მიმართვებ...
პოლიტიკა • 1725807332
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ამბროლაურის ორგანიზაციის წევრს, ბესო ქართველიშვილს ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოხდა. კოალიციაში "ქართული ოცნების" პასუხ...
პოლიტიკა • 1725806071
საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორი...
საზოგადოება • 1725804776
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი