კრემლის მძიმე რეალობა: „რუსეთი მესამე ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ჯავშანჟილეტების და ზამთრის ტანსაცმლის შეძენას ცდილობს“ - რეზნიკოვი

რეზნიკოვი.png

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვის თქმით, თურქეთიდან აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი მესამე ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ჯავშანჟილეტების და ზამთრის ტანსაცმლის შეძენას ცდილობს.

ამის შესახებ რეზნიკოვმა Forbes-ის უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.

 

რეზნიკოვის თქმით ეს ფაქტი და სამხედრო კონტინგენტის მობილიზებაში ჩავარდნები იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში მარცხდება.

თავდაცვის მინისტრის ცნობით, თურქეთმა მათ მესამე ქვეყნების გავლით ტყვიაგამძლე ჟილეტებისა და ტანსაცმლის შეძენაზე უარი უთხრა.

„ფაქტები, რომელსაც ვაკვირდებით მიგვითითებს რუსეთში "საფლავების მობილიზაციის" ჩავარდნაზე, მათ ჩავარდნაზე რომ შეაგროვონ სამხედრო კონტინგენტი. მათ არ აქვთ ბრძანებები. ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია ჩვენი თურქი პარტნიორებისგან, რომ რუსებმა მესამე ქვეყნების გავლით თურქეთისგან სცადეს 200 000 ჯავშანჟილეტისა და 500 000 წყვილი ზამთრის ტანსაცმლის შეძენა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პრობლემები აქვთ. სხვათა შორის, თურქეთმა მათ უარი უთხრა.

ახლა წარმოიდგინეთ: ისინი დარბიან ბაზარში და ფიქრობენ, სად იშოვონ ჯავშანჟილეტები და ტანსაცმელი. ისინი დამარცხდებიან. ეს თოვლის გუნდაა და ის უკვე დაიძრა. ეს რუსეთის ფედერაციის ახლანდელი რეჟიმის მარცხია, ისინი დაიწყებენ სხვის დადანაშაულებას, რადგან მათ სჭირდებათ თავები, რეჟიმი შეიცვლება“ - განაცხადა ოლექსეი რეზნიკოვმა.

თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა განაგრძობს დასავლელი პარტნიორების დახმარებით კონტრშეტევებს.

რეზნიკოვის თქმით, მას იმედი აქვს, რომ დასავლელი პარტნიორების დახმარებით 1991 წელს საერთაშორისოდ აღიარებული ადმინისტრაციული საზღვრების დაბრუნების შემდეგ, უკრაინა უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს რუსეთის ახალ ხელისუფლებასთან შეძლებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გორგი
„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ YouTube პლატფორმაზე გრძელდება - პროექტის პარტნიორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკი დათო გორგილაძის საავტორო პროექტის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ YouTube პლატფორმის წარმდგენია. გადაცემა, რომელიც მაყუ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709557860

ტორპედო
თიბისი ქუთაისის ტორპედოს მხარდამჭერი გახდა

თიბისისა და ქუთაისის საფეხბურთო გუნდის ტორპედოს თანამშრომლობა შედგა. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გუნდის ადგილობრივ, რეგიონალურ პოპულარიზაციაზე იზრუნებს და ხელს შეუწყობს ისტორიული საფეხბურთო კლუბის სამო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709557800

ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 5 მარტს

4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6590 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6596 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8863 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709557200

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 5 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის ქუჩის მოსახლე...

საზოგადოება 1709554500

ფული
ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი", მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუ...

კრიმინალი 1709550645

Tsu
7 მარტს,  16:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში "ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება

7 მარტს,  16:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლეგენდარული  ანსამბლი „ქართული ხმები" წარმოგიდგენთ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას - „წუთისოფელი".  კ...

საზოგადოება 1709549225