მთელმა მსოფლიომ მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს, რათა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ოკუპანტები გავაგდოთ - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეოში მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, რომ მყისიერი რეაგირება მოახდინონ რუსების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მორიგ დაბომბვაზე.

"რუსეთი აშკარა ბირთვულ შანტაჟზე გადავიდა. ის რაც ახლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ხდება, ტერორისტი სახელმწიფოს ყველაზე დიდი დანაშაულია კაცობრიობის წინაშე. 11 აგვისტოს რუსული ყუმბარები კვლავ ელექტროსადურის ტერიტორიის მიმდებარედ დაეცა.

რუსეთმა მსოფლიო ტერორიზმის ისტორიის ფსკერი კიდევ ერთხელ გახვრიტა. არავის ასე აშკარად არ გამოუყენებია ატომური ელექტროსადგური მსოფლიოს შანტაჟისთვის. მთელმა მსოფლიომ მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს, რათა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ოკუპანტები გავაგდოთ... 

მხოლოდ რუსების სრული გასვლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და მასზე უკრაინის მიერ სრული კონტროლის აღდგენა იქნება ევროპის ატომური  უსაფრთხოების გარანტი," - აცხადებს ზელენსკი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
Tsu
თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისკენ მოუწოდა

7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. არჩევნები უნივერსიტეტის 6 ფაკულტეტზე, ასევე, დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის-ტუ...

განათლება 1685731887

აქც
"მილიციამ ლაშა ჯანჯღავა დააკავა, რუპორი ეჭირა ხელში" - დაკავებები პარლამენტთან

პოლიცია პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს აკავებს. ადვოკატ შოთა თუთბერიძის შემდეგ, სამართალდამცველებმა ლაშა ჯანჯღავა დააკავეს: "მილიციამ ამჯერად ლაშა ჯანჯღავა დააკავა, ასევე ლაშაც კიბეებზე იდგა და პლა...

პოლიტიკა 1685731451

აქცუ
"ბანერი ეჭირა, რომელსაც ეწერა ირაყლი" - პარლამენტთან ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს. დაკავების მიზეზი ბანერი გახდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა ავრცელებს ''Shota Tutberidze დააკავეს...

პოლიტიკა 1685731225

აქცი
პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამი პირია დაკავებული

"დროას" წევრის, შუშანა მაცაბერიძის ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამი პირია დაკავებული: "2023 წლის 2 ივნისს, პარლამენტის წინ ბანერები თავზე გადაგვახიეს, არანაირი გადატანითი...

პოლიტიკა 1685731047

ღარიბაშვილი შოლცი
მოულოდნელი აუდიენცია გერმანიის კანცლერთან - "მთავარის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი 8 ივნისს ოლაფ შოლცს ბერლინში შეხვდება

მოულოდნელი აუდიენცია გერმანიის კანცლერთან - "მთავარის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი 8 ივნისს ოლაფ შოლცს ბერლინში შეხვდება. რას უკავშირდება კონკრეტულად მთავრობის მეთაურის ბერლინში გამოძახება უცნობია...

პოლიტიკა 1685730924

ფაშინიანი
ფაშინიანი ანკარაში ჩადის - სომხეთის პრემიერი ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია პრემიერის ოფისის ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.   მათი ცნობით, სომხეთმა შესაბამისი...

მსოფლიო 1685730587