"რუსულმა ტყვიამ ვერ შეგვაშინა და არც მათი დამპალი სასამართლოს შიში არ მექნება" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლაშა რუხაია
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679596437 168

ოთხ ქართველ მებრძოლს მოსკოვმა პატიმრობა მიუსაჯა. რუსულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წარმომადგენლები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და როგორც დაქირავებული მებრძოლები რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაში დაადანაშაულა.
რეაქცია რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ფაქტობრივად ნულოვანია - ქართველ მებრძოლებს არ აღელვებთ მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კრემლთან ითანამშრომლოს და მებრძოლებს პროვოკაციები მოუწყოს.
"არ არის გამორიცხული ამ ხალხზე, ვისზეც რუსეთმა სასჯელი გამოუტანა ამ პრორუსმა ხელისუფლებამ ჩვენმა, რამე პროვოკაცია მოგვიწყოს. ამის გამო ვისჯები (აჩვენებს მედალს) ეს არის უკრაინაში რომ დამაჯილდოვეს და მე ამაყი ვარ ამით. ორ ომს გადავურჩი, რუსულმა ტყვიამ ვერ შეგვაშინა და არც მათი დამპალი სასამართლოს შიში არ მექნება, თავაწეული ვივლი ყოველთვის", - თქვა ლაშა რუხაიამ.
"ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ ახლა ამწვავებენ სიტუაციას მათთან დაკავშირებით, რადგან ლეგიონი ძალიან მასშტაბური გახდა და რუსეთის სპეცსამსახურების დიდ ყურადღებას იქცევს. მამულაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ რუსეთში 8 საქმეა აღძრული.
"ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაც დაგვიჭერს, ზედმეტია, ადამიანები არიან აქ ჩამოსული საომრად, თავი აქვთ გადადებული, თუმცა არის საშიშროება, კიბატონო, არცერთ მებრძოლს არ უნდა ტყვედ ჩააბაროს საკუთარმა მთავრობამ რუსეთს", - ამბობს ის.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) და ევექსი ჰოსპიტლებმა EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდო ყველაზე მაღალ კატეგორიაში მიიღო. კერძოდ, ევექსი ჰოსპიტლები გამარჯვებული გახდა გარემოს დაცვისა და სოცია...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1686045974

BBC დანგრეული კახოვკის ჰესის ვიდეოს აქვეყნებს.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1686044428

"კახოვკას ჰესის განადგურება ათასობით ადამიანს აყენებს საფრთხის ქვეშ და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ეს აღმაშფოთებელი ქმედებაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში," წერს N...
მსოფლიო • 1686043385

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანამ უახლოეს წარსულში რთული პერიოდი გამოიარა და დღეს ქვეყნის ინტერესი მისი მშვიდობიანი განვითარებაა. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ მედ...
პოლიტიკა • 1686042946

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ, ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა Cornerstone Government Affairs-თან გაფორმებული კონტრაქტი სინამდვილეში დავით კეზერაშვილი...
პოლიტიკა • 1686042835