საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა კიევში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა კიევში ჩავიდა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.

"რუსეთის ხელისუფლების უპასუხიმგებლო განცხადებებისა და უკრაინის ტერიტორიაზე იმიტირებული რეფერენდუმის უკანონო ორგანიზების კონტექსტში, მინისტრს სურს გამოხატოს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და გააძლიეროს მისი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კოლონა უკრაინის დედაქალაქში, კიევში უკვე მესამედ ჩავიდა. 30 მაისს, კიევის გარდა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩასაც ეწვია და უკრაინის ხელისუფლებას სამოქალაქო უსაფრთხოების აღჭურვილობა, მათ შორის სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანა გადასცა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბექა ოდიშარია
„ბოდიში, თუ ივანიშვილი ტრიბუნასთან არ ჩამოდგება“ - ბექა ოდიშარია

“ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან და ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საქმეებში ჩართულია და საერთოდ არ არის საჭირო მისი საჯაროდ გამოჩენა. არადა, კითხვა ბიძ...

პოლიტიკა 1711725191

ამინდი
ტემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს - უახლესი პროგნოზი

30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ...

საზოგადოება 1711724762

ბორკილები
"ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია... მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ" - ჯანდაცვაში კორუფციის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

"ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია... მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ", - ამის შესახებ ჯანდაცვის სექტორში კორუფციის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვი...

კრიმინალი 1711724664

ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316