შეტაკებები დაღესტანში - ხალხი პუტინის ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს
რუსეთ-უკრაინის ომი • 1664170147 203

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ დაღესტანში, ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, რეგიონულ დედაქალაქ მახაჭყალაში რუსეთის პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ელექტროშოკებსა და ხელკეტებს იყენებენ.
დაღესტნის დედაქალაქში კიდევ ერთ აქციაზე სამხედრო გაწვევის ცენტრთან ქალების მიერ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა. აქციაზე უკრაინასთან ომი საჯაროდ დაგმეს.
„რუსეთი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა. რატომ მიგყავთ ჩვენი შვილები? ვინ დაგვესხა თავს? რუსეთს დაესხნენ თავს? ისინი არ მოსულან ჩვენთან, ჩვენ ვესხმით უკრაინას თავს. რუსეთი დაესხა თავს უკრაინას. შეაჩერეთ ომი“, – აცხადებდნენ ქალების აქციაზე.

მომღერალი, ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „ჩემი ჯაფარა აღარ მყავს! მოიხსნე უფალო მისი სული სასუფეველსა თვისა! ამინ ღმერთო. რამდენი რამე გავიარეთ ერთად და სად წახვედი ბიჭო…“,- წერს ზურა.
სოცმედია • 1695912177

#ერთადგავიმარჯვებთ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადება. თიბისი, როგორც ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი, მათ განსაკუთრებით გულშემატკივრობს და სხვადასხვა...
სპორტი • 1695911623

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მაჰმუდ ადიბსა და საელჩოს წარ...
განათლება • 1695911532

თბილისში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ალიანსის რიგით მე-3 ფორუმი გაიმართა. ფორუმში თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალა...
საზოგადოება • 1695911464

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თურქეთში, საქართვ...
განათლება • 1695911169

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 62% საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება. კითხვაზე, "რამდენად ემხრობით ან ეწინააღმდეგებით პ...
პოლიტიკა • 1695911064