„ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს“ - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ვაგნერი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) განახლებაში წერს, რომ უახლოეს კვირებში "ვაგნერმა", შესაძლოა, დაკარგოს თავისი დაქირავებული პატიმრების უმეტესი ნაწილი, რადგან მათ ექვსთვიანი სმახედრო კონტრაქტები ეწურებათ.

 

"ვაგნერის ჯგუფმა შესაძლოა დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში, რადგან მსჯავრდებულებმა დაასრულეს ექვსთვიანი სამხედრო კონტრაქტები. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ათასობით "ვაგნერის" მსჯავრდებულს, რომლებიც 2022 წლის შემოდგომაზე დაიქირავეს, შეიწყალებენ და გაათავისუფლებენ, იმის გათვალისწინებით, რომ ვაგნერი, როგორც ჩანს, იცავს თავის დაპირებას მსჯავრდებულების ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ გათავისუფლების შესახებ", - წერია განახლებაში. 
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო პროგნოზირებს, რომ მსჯავრდებულთა გადინება გააუარესებს "ვაგნერის" პერსონალის დეფიციტს, რადგან კრემლმა დაბლოკა პატიმრების შემდგომი რეკრუტირება.

ISW-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 27 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პრევენციული შეწყალება გასცა უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსი მსჯავრდებულებისთვის. განახლებაში ნათქვამია, რომ კრემლის განცხადება ემთხვევა ISW-ის მიერ დადგენილ ვადებს პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, სრულად დაშორებულიყო ვაგნერ ჯგუფის ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინისგან 12–13 იანვარს დონეცკის ოლქის სოლედარის დაცემის შემდეგ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ავარია
უმძიმესი ავტოავარია წყალტუბოში - 14 და 2 წლის ძმები კომაში არიან

უმძიმესი ავარია მოხდა წყალტუბოში. დაშავებულია 2 არასრულწლოვანი. არსებული ინფორმაციით, 14 და 2 წლის ძმები ამ დრომდე კომაში არიან. ბავშვები ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში არიან მოთავსებულები.

შემთხვევა 1685733556

დიანა
დიანას, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, ქიმიოთერაპიის კიდევ 2 კურსი აქვს ჩასატარებელი და თურქეთის კლინიკაში 200 ათასი ლირას გადახდას წინასწარ ითხოვენ. დავეხმაროთ დიანას და ერთად მივიყვანოთ ეს გოგო გამარჯვებამდე

ვისაც შეგიძლიათ გააზიარეთ! დიანას მეგობრებო, ცოტა ცუდი ამბავი გვაქვს გასაზიარებელი. აღმოჩნდა რომ ჯერ კიდევ ორი ქიმია უნდა დაუმატონ ჩვენს გოგს, სასწრაფოდ სჭირდება 200 ათასი ლირა, ისე საავადმყოფოში არ ა...

საზოგადოება 1685732631

ლაზარეს მამა
ბექა გრიგორიადისი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა

ბექა გრიგორიადისი მოსამართლემ ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი 2 000-ლარი დააკისრა. გრიგორიადისი გასულ ღამეს, პარლამენტთან იმ დროს დააკავეს, როცა ის კარვის გაშლას ცდილობ...

პოლიტიკა 1685731956

Tsu
თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისკენ მოუწოდა

7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. არჩევნები უნივერსიტეტის 6 ფაკულტეტზე, ასევე, დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის-ტუ...

განათლება 1685731887

აქც
"მილიციამ ლაშა ჯანჯღავა დააკავა, რუპორი ეჭირა ხელში" - დაკავებები პარლამენტთან

პოლიცია პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს აკავებს. ადვოკატ შოთა თუთბერიძის შემდეგ, სამართალდამცველებმა ლაშა ჯანჯღავა დააკავეს: "მილიციამ ამჯერად ლაშა ჯანჯღავა დააკავა, ასევე ლაშაც კიბეებზე იდგა და პლა...

პოლიტიკა 1685731451

აქცუ
"ბანერი ეჭირა, რომელსაც ეწერა ირაყლი" - პარლამენტთან ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს. დაკავების მიზეზი ბანერი გახდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა ავრცელებს ''Shota Tutberidze დააკავეს...

პოლიტიკა 1685731225