ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაევში ჩავიდა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ჩავიდა.

"სამუშაო ვიზიტი მიკოლაევის რეგიონში. რეგიონი გმირულად უძლებს ტერორისტების ყველა თავდასხმას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გავმართე რეგიონში არსებულ ვითარებაზე", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მან განიხილა ოპერაციული სიტუაცია სამხრეთ უკრაინაში, ასევე ოკუპანტების მიერ სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგები. ასევე განხილული იყო რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, მისი დაცვის საშუალებები და აღდგენის ტემპი.

უკრაინის ცნობით, გარდა ამისა, საუბარი იყო მიკოლაევის რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების აღდგენაზე, რეგიონის ეკონომიკის გრძელვადიან აღდგენასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

მოგვიანებით, ზელენსკიმ თქვა, რომ მიკოლაევის რეგიონში დანიის პრემიერმინისტრს, მეტე ფრედერიკსენს შეხვდა.

"დანიის პრემიერმინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად, მიკოლაევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინელი დამცველები მოვინახულე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც გაიარონ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქართველი
"რუსულმა ტყვიამ ვერ შეგვაშინა და არც მათი დამპალი სასამართლოს შიში არ მექნება" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლაშა რუხაია

ოთხ ქართველ მებრძოლს მოსკოვმა პატიმრობა მიუსაჯა. რუსულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წარმომადგენლები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და როგორც დაქირავებული მებრძოლებ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1679596437

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 24 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრო...

საზოგადოება 1679596203

ევრო დოლარი
ნახეთ რა ეღირება დოლარი და ევრო 24 მარტს - ახალი კურსი

23 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5768 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.0014 ლარი შეადგ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1679595466

ვაგნერი
პრიგოჟინი უკრაინაში "ვაგნერის" ოპერაციების შეჩერებას გეგმავს - Bloomberg

Bloomberg - ის ინფორმაციით, "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში თავისი დაქირავებული მებრძოლების ომში მონაწილეობის შეჩერებას აპირებს. სავარაუდო გადაწყვეტილების მიზეზი კი რუსეთის მიერ, ვა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1679595335

ჩუგოშვილი
„ძალიან უცნაური ცვლილებები განიცადა პარტიის საგარეო კურსმა" - თამარ ჩუგოშვილი ოცნებაზე

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი „პალიტრა ნიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ პარტიის საგარეო კურსი უცნაურად შეიცვალა. „ძალიან უცნაური ცვლილებები განიცადა პარტიის საგარეო კურსმა. მე არ ვიცი რა...

პოლიტიკა 1679595219

პსპ
ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები - PSP-ს პასუხი ჯანდაცვის უწყებას

ფარმაცევტული კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  და აცხადებს, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1679594436