11 წლის ბავშვთან, ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედება - თეთრიწყაროს სასამართლომ ბრალდებულს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვნის გაუპატიურება

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 11 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დანაშაული 2022 წელს მოხდა:

''თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნო.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის ბავშვთან,  ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.''- ნათქვამია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოცნება რუსული კანონი
„ოცნება“ პრეზიდენტის ვეტო გადალახა - რუსული კანონი მიღებულია

„ოცნება“ პრეზიდენტის ვეტო გადალახა - რუსული კანონი მიღებულია. კენჭისყრის დროს საპარლამენტო ოპოზიცია სასესიო დარბაზში არ იმყოფებოდა.

პოლიტიკა 1716908334

ოპოზიცია
საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა და პარლამენტთან აქციას შეუერთდება

საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა. ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.   თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციონერები ჩავლენ აქციაზე და შეუერთდებიან პროტესტს. სხდომათა დარბაზში რჩებ...

პოლიტიკა 1716907887

ხერხეულიძე
"ამით ის გოიმი კაციც კაიფობს; რამდენად ველურადაც მოიქცევით, მით უფრო წინ გადაინაცვლებთ სიაში" - ეკა ხერხეულიძე ზავრადაშვილზე

 ადამიანები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის პერიოდში ცხენებით დარბიხართ რუსთაველზე, წყლის შესხმა არ მიკვირს - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას და რამდენიმე წუთის წი...

პოლიტიკა 1716907306

წყლის შესხმა ირმა ზავარდაშვილი
ვიდეო - ირმა ზავრადაშვილმა გიორგი ვაშაძეს წყალი შეასხა

ირმა ზავრადაშვილმა გიორგი ვაშაძეს წყალი შეასხა. იმ დროს, როცა გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ტრიბუნაზე იდგა და რუსულ კანონს აპროტესტებდა "ქართული ოცნების" დეპუტატმა მას წყალი შეასხა სახეში.   

პოლიტიკა 1716906156

პაპუასვილის მანქანა
პაპუაშვილმა პარლამენტის შენობა იმ დროს დატოვა, როცა რუსულ კანონზე მსჯელობა დასასრულს უახლოვდება

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შენობა მანქანით დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანო იმ დროს დატოვა, როცა რუსულ კანონზე დასკვნით ეტაპზე მიდის სასესიო სხდომა. რამდენიმე წუთში რუსულ კანონზ...

პოლიტიკა 1716905967

ვერე ცხაურები
ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება

ვერეს ხეობაში 2015 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ, დედაქალაქის მერიამ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ორი ნატანდამჭერი ცხაური მოაწყო, რომლის სისტემატური შემოწმება და გასუფთავება ხდება. ცხაურების გ...

საზოგადოება 1716904581