დიკო ჯოჯუამ „რუსთავი 2“-ს სასამართლო მოუგო

ჯოჯუა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს დიკო ჯოჯუასთვის კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა.

“ჩვენმა იურისტებმა ჟურნალისტ დიანა ჯოჯუას საქმე პირველ ინსტანციაში წარმატებით დაასრულეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ს დიანა ჯოჯუას კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა,” – წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა.

 

დიანა ჯოჯუამ რუსთავი 2 2019 წლის 20 აგვისტოს დატოვა. ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების, კურიერის წამყვანი იყო. სამაუწყებლო კომპანიიდან აგრეთვე კურიერის წამყვანი მიშა სესიაშვილიც წავიდა. დიანა ჯოჯუამ არხიდან წასვლის გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ მიიღო.

“მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერცერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის, ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ, გითხრათ “ნახვამდის”.

ჩვენ ვიომეთ, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში, საიდანაც ვეღარ გეტყვით, რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება”, – თქვა ჯოჯუამ ტელეარხ “რუსთავი 2-ზე” თავის ბოლო ეთერში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პაპუაშვილი
"ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები" - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შემდეგ ევროკავშირის ელჩისა და ბრიუსელის მიერ განსაზღვრული დათქმების წინააღმდეგ ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის  და ამბობს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებ...

პოლიტიკა 1711632228

სპეცოპერაცია
სპეცოპერაცია ლისზე - დაკავებულია 2 ადამიანი

 "ფორმულას" ინფორმაციით, ლისზე სპეცოპერაციის შედეგად 2 ადამიანი დააკავეს. საქმე ნარკოდანაშაულს ეხება. გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა- შენახვის მუხლით დაიწყო.

კრიმინალი 1711632155

გუბაზ სანიკიძე
“პუტინი კი არა, 10 ჩინგიზ ყაენი ვერ დაიპყრობს ამ ქვეყანას!” – გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზე საუბრისას, “ფორმულასთან” ამბობს: “პუტინი კი არა, 10 ჩინგიზ ყაენი ვერ დაიპყრობს ამ ქვეყანას! ხალხი უფრო წინაა წასული, ვი...

პოლიტიკა 1711632084

მელორ ვაჩნაძე
“ეს სადისტი არაკაცები, ღორივით გამკერეს, რატომ დაწერე პოსტიო” – რა შეემთხვა „ვივამედში“ მელორ ვაჩნაძეს

სამოქალაქო აქტივისტი, მელორ ვაჩნაძე, რომელიც ავარიაში მოყვა ცოტა ხნის წინ, წერს, რომ მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა კლინიკა ვივამედში, მათ შორის, მეორე ოპერაცია, მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც საჯაროდ დაწ...

სოცმედია 1711631979

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 29 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გორგასალის ქუჩის მოს...

საზოგადოება 1711627320

კირილი
პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი "წმინდა ომად" გამოაცხადა

„მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი „წმინდად“ გამოაცხადეს -"სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის ახალი ეტაპი რუსი ხალხის ეროვნულ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711626954