„ეგდო ძირს, მოსდიოდა სისხლი“ - ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის ბიჭის საქმის ოქროს მოწმეები ალაპარაკდნენ

სამართალი 1660189165    405

20 წლის ბიჭი

მირიან კუკავას მკვლელობის საქმის  დღემდე უცნობი დეტალები. ,,ტვ პირველმა"  საბედისწერო დაბადების დღის მასპინძელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეში გამოძიებას  ორი ოქროს მოწმე ჰყავს. იუბილარის დედა და და. სწორედ მათი ჩვენებების საფუძველზე  დადგინდა ბევრი რამ ამ გახმაურებულ საქმეზე.

,,პირველებთან" ინტერვიუში სოფო ჩოხელი დეტალურად იხსენებს ტრაგიკული ღამის დეტალებს. სად და როგორ დაიწყო დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის და  როდის გამოიძახა მან პოლიცია დასახმარებლად. 
კიდევ ერთი ოქროს მოწმე იუბილარის დაა. სწორედ ის შეესწრო უკვე ეზოს გარეთ მირიან კუკავასა და დავით ჯიჯეიშვილის ჩხუბს, რა დროსაც ჯიჯეიშვილმა თანატოლი სასიკვდილოდ დაჭრა.

„ეს ბავშვი იყო ჩემთვის განსაკუთრებული ბავშვი. მირიანი იყო იშვიათი ბავშვი და არ ვიცი, საერთოდ სახელსაც რომ ვიხსენებ, ცუდად ვარ.

აივნიდან გადავიხედე და ბავშვები ხმამაღლა საუბრობდნენ. კამათი და ხმამაღალი საუბარი როცა იყო, პირველად მაშინ განვახორციელე ზარი 112-ში. სანამ ბავშვები ხელის გარტყმაზე გავიდოდნენ და ჩხუბი ატყდებოდა ეზოში. - იხსენებს სოფო ჩოხელი.
ის, რაზეც პროკურატურის ოქროს მოწმემ საუბარი ვეღარ გააგრძელა, გამომძიებლებს პოლიციის განყოფილებაში უთხრა. მირიან კუკავას მკვლელობის  თვითმხილველმა სამართალდამცველებს  განუმარტა, რომ საბედისწერო დაბადების დღეზე ჩხუბი რამდენჯერმე მოხდა: პირველად აგარაკის ეზოში, შემდეგ კი გარეთ.

 

მე ამ დროს მეგონა, რომ დაბადების დღის ყველა მონაწილე სტუმარი იმყოფებოდა სახლის ეზოში, მაგრამ მალევე მომესმა განწირული ხმა ეზოს გარედან - სოფო, გვიშველე. მე ამ დროს გავიქეცი ეზოს კარისკენ, რადგან ხმა კარების გარედან ისმოდა.“ - აღნიშნულია საქმეში ჩოხელის ჩვენება.
თუმცა მათი ადვოკატები ახალგაზრდების რაიმე კავშირს მკვლელობასთან კატეგორიულად უარყოფენ. ტვ პირველის მიერ მოპოვებული კიდევ ერთი ჩვენება იუბილარის დას ეკუთვნის. ისიც პროკურატურის მთავარი მოწმე და ერთადერთი ადამიანია, ვინც მოკლული მირიან კუკავას და მკვლელობასი ბრალდებულის ჩხუბს შეესწრო.

 

„როდესაც გავედი ჭიშკრის გარეთ, ქუჩაში, დავინახე, რომ ერთმანეთში ჩხუბობდა წვეულების მხოლოდ ორი წევრი ჩვენი სტუმრებიდან - მირიან კუკავა და დათო ჯიჯეიშვილი. ჩხუბში ვგულისხმობ, რომ ისინი ერთმანეთის მიმართულებით იქნევდნენ ხელებს და იგინებოდნენ. დავიწყე მათი გაშველება. ამ ჯაჯგურიდან გამომდინარე, ისევ წავიქეცი. არ დამინახავს, რომელიმეს ხელში ეჭირა თუ არა რაიმე საგანი. როდესაც ავდექი, მირიან კუკავა ეგდო ძირს, ჰქონდა ჭრილობა და მოსდიოდა სისხლი - იხსენებს იუბილარის და, ნანა არაბული.
საქმეში ასევე დევს სასწრაფო დახმარების ექიმის ჩვენებაც. მედიკოსი გამოძიებას უყვება, რომ როდესაც კუკავა საავადმყოფოში გადაყავდათ, ის უკვე პრაქტიკულად გარდაცვლილი იყო.

 

ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე წუთში 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდე, მირიან კუკავა სამედიცინო დახმარებისთვის გამვლელის ავტომობილით წაიყვანეს.  თუმცა მას გული ადგილზევე გაუჩერდა.

უშუალოდ მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით ახლა ციხეში 20 წლის დავით ჯიჯეიშვილი ზის. ის შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე წუთში გაიქცა, დანა გადამალა და პოლიციას მხოლოდ 2 დღის შემდეგ ჩაბარდა. სტუდენტის მკვლელობაში ბრალდებულს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ის დანაშაულს აღიარებს. თუმცა რატომ მოკლა მირიან კუკავა, მოტივზე არაფერს ამბობს. 

 

დადასტურებულია, რომ საბედისწერო დღეს დანა მხოლოდ ბრალდებულს არ ჰქონდა. ცხვარიჭამიაში ასულმა სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ცივი იარაღი აღმოაჩინეს.

მკვლელობაში ბრალდებულის გარდა, პოლიციამ ცრუ ჩვენებისა და ხულიგნობის ბრალდებით, ბორკილები კიდევ 8 პირს დაადო. არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ინგა გრიგოლია
„ჩემი ოცნებები საშიშია, ყველა ვარიანტში ხდება, სულ რომ ხელი არ გავანძრიო“ - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგლია სოცქსელში წერს: „ჰაჰაჰაჰჰაჰა  კარგია  ტყუილად კი არ ვთქვი, ჩემი ოცნებები საშიშია, ყველა ვარიანტში ხდებათქო. სულ რომ ხელი არ გავანძრიო, ადრე თუ გვიან, მაინც მისრულდება,თუ ძალიან...

სოცმედია 1664168812

ოკუპანტები
დიდი უკმაყოფილება პუტინის ჯარში - ჯარისაცი სამხედრო ნაწილიდან კამაზით გაიქცა

რუსეთის პოლიციამ დააკავა ჯარისკაცი, რომელიც ბელგოროდის ოლქის სამხედრო ნაწილიდან სატვირთო მანქანით გაიქცა, ინფორმაციას BAZA ავრცელებს.   მოსკოველი ვიქტორ პერეკიპსკი კონტრაქტორი ჯარისკაცია. მისი ახლობლე...

მსოფლიო 1664168553

ზეიკიძე კუმ დეო
უყურეთ ვიდეოს, დაიმახსოვრეთ ეს სახელები და გვარები და მათზე ყველას მოუყევით - „კუმ დეოს“ რაჭული ქრონიკა

ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფერია - სოკრატეს ამ სიბრძნეში ადრე შესაძლოა, ეჭვი შემეტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „კუმ დეო მედიქალის“ გუნდი სოფელ-სოფელ დადის და...

საზოგადოება 1664168276

სამარხი
პუტინური კოშმარი - იზიუმში კიდევ ორი მასობრივი სამარხი იპოვეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა და განმარტა, რომ აქ ასობით ადამიანის ცხედარია. "ვიპოვ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664167780

ხაჩიძე კობახიძე
„ძალიან მაგარი ადამიანი“ - როგორ ულოცავს ზურა ხაჩიძე ირაკლი კობახიძეს დაბადების დღეს

ზურა ხაჩიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დაბადების დღეს ულოცავს. ამის შესახებ ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს და კობახიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს. “დაბადების დღე მინდა მივ...

სოცმედია 1664167234

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დღეს ვალუტას

ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ახალი გაცვლითი კურსით, 26 სექტემბერს: 1 აშშ დოლარი 2.8286 ლარი;1 ევრო 2.7618 ლარი; 1 ფუნტი 3.1298 ლარი, 1 თურქული ლირა კი 0.1537 ლარი ეღირება.

ბიზნესი & ეკონომიკა 1664165642