„ეს აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი გამოხატულებაა“ - ნინო ლომჯარია გვარამიას საქმის მოსამართლის ტრეინინგიდან მოხსნაზე
სამართალი • 1653133335 505

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აშშ-ის საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ტრენინგიდან მოხსნას გამოეხმაურა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ეს შემთხვევა აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი გამოხატულებაა.
"წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იყო ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, დამფინანსებელი ქართული მართლმსაჯულების. მათ ბევრი რამ აქვთ გაკეთებული იმისათვის, რომ საქართველოში შექმნილიყო და შეიქმნას დამოუკიდებელი, ძლიერი მართლმსაჯულება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორი კრიტიკული განცხადება გააკეთა საელჩომ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით და ზოგადად, როგორ კრიტიკულად აფასებენ ისინი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დონეს ქვეყანაში, არ გამოვრიცხავ, რომ მათ საკუთარ პოლიტიკას გადახედონ. შესაძლებელია ეს მოხდეს არა ზოგადად სისტემის მიმართ, არამედ ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ, რომელთა გადაწყვეტილებების მიმართ არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი კანონიერებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა, თუ დადასტურდა და როგორც ჩანს, სიმართლეა, არის ერთ-ერთი პირველი გამოხატულება ამერიკის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს - "4 ივლისის მდგომარეობით...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657033418

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ბათუმის ნავსადგურში შესული გემები დასანქცირებული არაა. მათივე ინფორმაციით, ერთი გენი დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრ...
პოლიტიკა • 1657032798

უკრაინულმა სასამართლომ უკრაინის კომუნისტური პარტია აკრძალა- გადაწყვეტილება ლვოვის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, რეგიონული, საქალაქო და რაიონული ორგანიზა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657032351

ქალაქ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ქალაქის ადმინისტრაცია წერს. წინასწარი მონაცემებით, ქალაქის დღევანდელი მასიური დაბომბ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657032235

ზუგდიდის სოფელ შამგონაში პროფესიული სასწავლებლის ძველი შენობის ჭერი ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა. შენობაში, რომელიც წლებია მიტოვებული და უფუნქციოა გალიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი წლებია ს...
შემთხვევა • 1657031161

ოკუპირებულ მელიტოპოლში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, მტრის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 200-ზე მეტი ოკუპანტი განადგურდა და 300-ზე მეტი დაშავდა - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ივან ფედოროვმა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657030016