გასაჯაროვდეს ნიკა გვარამიას მოსამართლის ავტოავარიაში მონაწილეობის მასალები - არასამთავრობოს მოთხოვნა პროკურატურას

სამართალი 1653311110    892

მოსამართლე

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" მიმართავს პროკურატურას და იმ ავტოავარიის გამოძიების საქმის მასალების გადაცემას ითხოვს, რომელშიც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეც მონაწილეობდა.

პროკურატურის ინფორმაციით საქმეზე გამოძიება შეწყვეტილია, შესაბამისად არ არსებობს მასალების, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

"2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მთავარი ოპოზიციური მედიასაშუალების ხელმძღვანელის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა და სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების, როგორც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად გამოყენებაზე.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ოპოზიციის წევრთა მიმართ წარმოებული არაერთი გახმაურებლი საქმის მოსამართლეა. ამ საქმეებზეც ასევე არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობის მოსაზრებები. აღნიშნულმა გარემოებებმა საზოგადოებაში მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართ მნიშნელოვანი კითხვები გააჩინა. არსებობს მოსაზრება, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენების ქვეშაა. ეს მოსაზრება 2015 წლის ავტოსაგზაო შემთხვევას ეფუძნება, რომლის ერთ-ერთი მონაწილე  მოსამართლე ჩხიკვაძე იყო. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა, ხოლო ერთი გარდაიცვალა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზების საფუძველზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა და, შესაბამისად, გამოძიება შეწყდა.

 

დღეს საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და ამ პროცესში კრიტიკული მედიის მიმართ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან შემაფერხებელ ბერკეტად შეიძლება იქცეს. მოსამართლის მაღალი საჯარო სტატუსისა და საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი როლის გათვალისწინებით, მაღალია მისი წარსული საქმიანობის, მათ შორის მის წინააღმდეგ არსებული გამოძიების დეტალების მიმართ საჯარო ინტერესი. საზოგადოებას აქვს უფლება მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ არსებულ ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი  და ამის უპირველესი ინტერესი თავად მოსამართლეს და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს.

GDI მოუწოდებს, საქართველოს პროკურატურას კანონით გათვალისწინებულ ვადაში გასცეს საქმის მასალები, როგორც საჯარო ინფორმაცია. გაითვალისწინოს მოსამართლის სტატუსი, მაღალი საჯარო ინტერესი და მასალების ღია ინფორმაციად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ამ ინტერესს მიანიჭოს უპირატესობა", - წერია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სანთელი
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი

რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ჭიათურის საპატიო მოქალაქე და ღ...

საზოგადოება 1657037232

საქბანკი სასტუმრო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657035184

თბს
თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

1 ივლისს თიბისიმ აჭარაში, ქალაქ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისი...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657035104

საბურთალო
საბურთალოს რაიონში 71  სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა

საბურთალოს გამგეობამ 71 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან...

საზოგადოება 1657034970

საქბანკი პლუს
PLUS- ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებელი საინტერესო შეთავაზებებს და საჩუქრებს მიიღებს

5 ივლისი, 2022- 5 ივლისს PLUS- ის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის ის მომხმარებელი, რომელსაც  დაგროვილი აქვს PLUS ქულები და ამ ქულებით გადაიხდის საქართველოს ბანკის 100-ზე მეტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657034850

პუტინის საათი
პუტინური ჯოჯოხეთი - გაეროს მონაცემებით, რაშისტებმა 4 889 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს - "4 ივლისის მდგომარეობით...

რუსეთ-უკრაინის ომი 1657033418