„ის მსჯავრი, რაც მე ღმერთისგან მაწევს, უნდა ვატარო სიცოცხლის ბოლომდე და თქვენ მე მეტად ვერ დამსჯით“ - ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე პროკურორს
სამართალი • 1669824746 7324

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულმა "გრინსერვის +"-ის დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ საქმის პროკურორები ბრალდებულების გადაბირებაში ამხილა.
ფურცხავნიძე ირწმუნება,რომ დაკავებულებს ჩვენებების შეცვლას აიძულებენ, რომ მთელი პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე მხოლოდ მას დაეკისროს.
ფურცხვანიძემ სასამართლო სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ მას შვილებთან და ცოლთან სატელეფონო საუბრის უფლებასაც კი არ აძლევენ და მისი თქმით, ეს მახინჯი ტვინის მეტს აზრად არავის მოუვა.
„პატივცემულო მოსამართლევ, ერთადერთი რამე მინდა ვთქვა, რომ მე ბატონ პროკურორს პირველივე დღეს გამოვუცხადე, რომ ჩემი დაკავება მათ მოუწევდათ, არა იმიტომ, რომ მე რამე ბრალი მიმიძღოდა კანონის წინაშე, არამედ იმიტომ, რომ, ამას სამწუხაროდ, რეალობა ასე მოითხოვდა. 5 დღის განმავლობაში ისე მივდიოდი და მოვდიოდი, რომ ერთი პატარა შეფერხება არ გქონიათ ჩემგან. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია მე ვიმყოფები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადა მახინჯი ტვინის მეტს არავის არ მოუვა ჩემს შვილებთან და მეუღლესთან ურთიერთობის უფლება ტელეფონით და ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ ცდილობთ დაიჭიროთ კატა ბნელ ოთახში, როდესაც ის იქ არ არის. ამის მცდელობა თქვენგან გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ ცდილობთ, ამ 9 ბრალდებულიდან რომელიმე მაინც გადაიბიროთ და რამე ათქმევინოთ. ამას პირდაპირ გეტყვით. ვერ ათქმევინებთ, ბატონო პროკურორო, იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში. იმ საფრთხეზე, რაზეც თქვენ იძახით, რომ მივილამები, მე მანამდეც შემეძლო მიმალვა. მაგრამ, ემ წინა სხდომაზეც ვთქვი, ის მსჯავრი, რაც მე ღმერთისგან მაწევს, ეს არც თქვენი მოსატანია, არც რომელიმე პატივცემული მოსამართლის და არც არავისი. ეს მე უნდა ვატარო სიცოცხლის ბოლომდე და თქვენ მე მეტად ვერ დამსჯით, ბატონო პროკურორო, რამდენსაც არ უნდა ეცადოთ“. - ამბობს ფურცხანიძე. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამ...
საზოგადოება • 1675099680

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ტიკტოკზე გამოჩნდა. „არ გეგონათ ხომ, ტიკტოკზეც რომ მნახავდით. გამოიწერეთ ჩემი არხი - წინ საინტერესო ამბები და ვიდეოები გელოდებათ,“ - ასე მიმართა პოლიტი...
სოცმედია • 1675094860

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა. თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად...
მსოფლიო • 1675091969

"ვტოვებ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც ვტოვებ პოლიტსაბჭოს თვითონ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში...
პოლიტიკა • 1675091339

ავეჯის მაღაზია წყვილებს საწოლების გამძლეობის შესამოწმებლად 1000$ დოლარს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წყვილებს საწოლის გამძლეობის გამოცდა და საკუთარი...
ეს საინტერესოა • 1675090556

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია: “ნაციონალებს ახალი თავმჯდომარე ყავთ! “ კაცი”, რომელმაც საკუთარი გოიმობის, უტვინობის, მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები.“ კაცს” უთხრეს, რომ ა...
სოცმედია • 1675089931