კაცს, რომელმაც ქალი შვილების თვალწინ მოკლა, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მკვლელობა

ბოდბეში, შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" ავრცელებს, რომელიც გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს იცავდა.

 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, მკვლელობა 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მოხდა. კაცმა 27 წლის ქალი შვილების თვალწინ სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა. ბავშვების დედა, 2022 წლის 23 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ბოდბეში, შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს „უფლებები საქართველო“ იცავდა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, დღეს გამოტანილი განაჩენით, უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა კაცს, რომელმაც 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სანადირო თოფით 27 წლის ქალი სასიკვდილოდ დაჭრა. ბავშვების დედა, 2022 წლის 23 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქმეში „უფლებები საქართველოს“ ჩართვის შედეგად, არასრულწლოვანებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ. საყურადღებოა, რომ ბავშვებთან ორგანიზაციის იურისტების მუშაობამ გამოავლინა არა მხოლოდ მათი მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო მამის მიერ მათი თანდასწრებით დედის მკვლელობის ფაქტით, ასევე, მამის მხრიდან შვილების მიმართ ფიზიკური ძალადობის არაერთი ეპიზოდი.

გამოძიების მიმდინარეობისას, ორგანიზაციის იურისტებმა მაქსიმალურად უზრუნველყვეს ბავშვების მონაწილეობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვითა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან არიდებით ჩატარება.

„უფლებები საქართველო“ აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს," - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. შეგახსენებთ, რომ ბოდბეში მომხდარ დანაშაულზე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის 5 სექტემბერს გაავრცელა. მოგვიანებით, ქალი, ორთვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. მას ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბერძნეთის კაპიტანი
„საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადე“ - საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად ს...

სპორტი 1711684688

ანა წერეთელი
ფოტო: „ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე“ - ანა წერეთელი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა წერეთელი სოცქსელში წერს: „ეს ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე) როგორც კი ფეხბურთს ახსენებს რომელიმე მათგანი, გულში ვფი...

სოცმედია 1711684382

გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა - ნახეთ, რამდენია მისი სატრანსფერო ღირებულება

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური კლუბის, “ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ათ საუკეთესო მეკარეს შორის მე-7 პოზიციას იკავებს. Transfermarket-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ,...

სპორტი 1711684182

ნოე სულაბერიძე თურქი მსახიობები
ვიდეო: ,,მოუთმენლად ველოდებით” – ნოე სულაბერიძე ცნობილ თურქ და ქართველ მსახიობებთან ერთად

ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თურქეთში ცნობილი თურქული სერიალის ,,ვენდეტას” მსახიობების გასაცნობად ჩავიდა. ნოე სულაბერიძის გადაცემაში ასევე ვიხილავთ ქართველ უნიჭიერეს მსახიობს, ნანუკა სტამ...

სოცმედია 1711683779

ფეხბურთი
როგორ მოვხვდეთ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე

ისტორიული მატჩის შემდეგ საქართველოს ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე თვე აშორებს. წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა სტარტს გერმანიაში 14 ივნისიდან აიღებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშ...

სპორტი 1711682034

პუტინი
რუსი სამხედროების 99,27%-მა არჩევნებში ხმა პუტინს მისცა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხმა რუსი სამხედროების 99,27%-მა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, უწყება ირწმუნება, რომ კენჭისყრ...

მსოფლიო 1711681850