მკვლელობა შურისძიების მოტივით - ხაშურში 57 წლის კაცის განზრახ მკვლელობისთვის, ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
სამართალი • 1653500657 259

საქართველოს პროკურატურამ, ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში 57 წლის კაცის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, ხაშურის რაიონის სოფელ ხცისის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ჯ.პ-ს თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა",- ნათქვამია განცხადებაში.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით ( ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სამართალდამცველებმა გ.ბ. 24 მაისს დააკავეს.

რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ჭიათურის საპატიო მოქალაქე და ღ...
საზოგადოება • 1657037232

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1657035184

1 ივლისს თიბისიმ აჭარაში, ქალაქ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1657035104

საბურთალოს გამგეობამ 71 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან...
საზოგადოება • 1657034970

5 ივლისი, 2022- 5 ივლისს PLUS- ის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის ის მომხმარებელი, რომელსაც დაგროვილი აქვს PLUS ქულები და ამ ქულებით გადაიხდის საქართველოს ბანკის 100-ზე მეტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1657034850

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს - "4 ივლისის მდგომარეობით...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657033418