პოლიციელის მკვლელობასა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

სამართალი 1695634168    155

სასამართლო

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, იძულების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

მას სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 8 იანვარს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

იმავე დღეს, თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსს  ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით  ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო ბინაში მყოფ მეორე პირს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა.

აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პოლიციის თანამშრომელს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა", - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, პროკურატურის ცნობით, ბრალდებულის ბინაში და ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით  ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა), 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრანსპორტი
"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?!" - რას წერს "ჩემი ქალაქი მკლავს"

"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?! ბევრმა თქვენგანმა მოგვწერეთ რომ როდესაც ავტობუსი საცობში დგას თან ეს დიდი ხანია გრძელდება, მძღოლები არ აღებენ კარებს რომ ფეხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ან უბრალოდ...

სოცმედია 1702066800

პოლიცია
სცემეს, ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს, ვიდეო გადაუღეს და მანქანის გადაფორმება აიძულეს - უმძიმესი დანაშაული ციხისძირში (ვიდეო)

ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ...

კრიმინალი 1702066500

ყინვა
ტრაგედია რუსეთში - წლინახევრის ბიჭუნამ დახურული კარი ვეღარ გააღო და დერეფანში გაიყინა

სვერდლოვსკის ოლქში, წელიწად-ნახევრის ბავშვი გაიყინა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ura.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამბავი 6 დეკემბერს მოხდა, ალაპაევსკის მახლობლად მდებარე ს...

შემთხვევა 1702066200

ეძებენ
ოჯახის წევრები 27 წლის ნოდარ ლებანიძეს ეძებენ

თბი­ლის­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი 27 წლის ნო­დარ ლე­ბა­ნი­ძეს ეძე­ბენ. რო­გორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდას დამ, ქეთი ლე­ბა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მისი ძმა სახ­ლი­დან გუ­ში...

საზოგადოება 1702065900

ახალი წელი საათი
როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსის რჩევები (ვიდეო)

როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვას რჩევები და რეკომენდაციები გადაცემაში „დილა ფორმულაზე.

ეს საინტერესოა 1702065300

საქართველო ნაძვისხე
საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლოდ განსაკუთრებით ჯადოსნურია

საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ჯადოსნურია. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთა...

საზოგადოება 1702064744