რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ ლავროვის სიძის ქორწილის პროტესტისთვის დაკავებულ პირებზე
სამართალი • 1694593834 204

ლავროვის სიძის ქორწილის პროტესტისათვის დაკავებული პირების ნაწილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, იოსებ აბრამიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებული აქტივისტებიდან სამართალდამრღვევად ჩაითავალა სამი პირი.
იოსებ აბრამიძემ აქტივისტები ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა და მათ მიმართ, სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა.
მოსამართლემ სამართალდამრღვევად არ ცნო ათი პირი და მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის გამო შეწყვიტა.
რაც შეეხება მეთოთხმეტე დაკავებულს, თბილისის საკრებულოს წევრ, ირაკლი ეძგვერაძეს, გადაწყვეტილება მისი საქმის თაობაზე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ხვალ გამოცხადდება.
სასამართლო სხდომაზე, გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესს, მხარეები არ ესწრებოდნენ
ეძგვერაძის საქმე სააპელაციო წესით იყო გასაჩივრებული.
შეგახსენებთ, 20 მაისს ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ პირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695897141

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...
საზოგადოება • 1695895320

ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას" სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს. ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "ა...
საზოგადოება • 1695895231

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინი...
პოლიტიკა • 1695894881

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: "ეს არის ტყუილი და ნარატივი"(ქოცი დეპუტატი ბექა დავითულიანი).ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“
სოცმედია • 1695894739

ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ერი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ის...
პოლიტიკა • 1695894633