საშიში ტენდენცია - რამდენი სარჩელი შევიდა სასამართლოში კრტიკული მედიის წინააღმდეგ მიმდინარე წელს

მედია

"ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 28 სარჩელი შევიდა სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის - "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ. მომჩივნების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან", - ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ავრცელებს.

როგორც TI წერს, ეს საშიში ტენდენციაა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რომლის გაგრძელებაც იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც თბილისის მერის, კახა კალაძის საჩივარი დააკმაყოფილა და "ტვ პირველსა" და მის ჟურნალისტს, მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელი, ტელეკომპანია „პირველისა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ, წარმოადგენს ბოლო პერიოდის მედიაზე ზეწოლის საშიში ტენდენციის ახალ ეტაპზე გადასვლას, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს იყენებენ კრიტიკული მედიის შესავიწროებლად.

ქართული მედია გარემო, განსაკუთრებით კი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის წარმომადგენლების საქმიანობა სასიცოცხლო გამოწვევების წინაშე დგას. ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, მასობრივი უკანონო მოსმენებისა თუ მიზანმიმართული დეზინფორმაციის პარალელურად, ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის მხრიდან ხდება სასამართლო ხელისუფლების ბოროტად გამოყენება.

ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 28 სარჩელი შევიდა სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის - „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. მომჩივნების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან. დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად. სამწუხაროა, სასამართლო პრაქტიკის ცვლილებაც, მაგალითად, კანონმდებლობით დადგენილი ცალსახა ჩანაწერის მიუხედავად, მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე გადადის.

ამ ტენდენციის გაგრძელებაა ჯარიმის თანხის, 15 ათასი ლარის დაკისრება, რომლის გადახდაც სასამართლომ სოლიდარულად „ტვ პირველთან“ ერთად ჟურნალისტ მაია მამულაშვილსაც დაავალდებულა. კანონით, მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხე მედიის მესაკუთრეა. ეს ბოლო ორ დღეში სასამართლოს მიერ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიღებული მეორე გადაწყვეტილებაა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი უჩიოდა.

აღსანიშნავია, რომ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის ამგვარი ტალღა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უკვე საერთაშორისოდ აღიარებული უკუსვლის ფონზე მიმდინარეობს, სრულიად ესადაგება კლეპტოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ნიშანს, როცა კორუფციულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტების გაჩუმებას მათ წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების სარჩელების შეტანით ცდილობენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და უზრუნველყონ კრიტიკული მედიის დაცვა, თავისუფალი საქმიანობა და შეწყვიტონ საკუთარი გავლენების გამოყენება მედიის შესავიწროებლად. არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას", - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებაში.ცნობისთვის, კახა კალაძემ "ტვ პირველს" და მაია მამულაშვილის 2022 წლის 5 ივნისს ტელევიზიის ეთერში ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სიტყვების გამო უჩივლა. მამულაშვილი ამბობდა, რომ კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი ლარი მიიღო, რაც თბილისის მერმა უარყო. საბოლოოდ, სასამართლომ "ტვ პირველსა" და მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გია ხუხაშვილი
«Операция прикрытия» – რა მიზანი აისრულა ივანიშვილმა “აგენტების კანონით” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: მიმდინარე მოვლენების ლოგიკის, უფრო სწორად ალოგიკურობის ახსნა შესაძლებელია შემდეგი თეორიით, თუ გნებავთ დღეის მდგომარეობით “შეთქმულების თეორიით”:ხელისუფლის რეალური მიზანი გახლ...

პოლიტიკა 1713582988

ახალგაზრდები რუსთაველზე
,,მგონი, უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად“ - მამუკა ღლონტი

ახალგაზრდების საპროტესტო მსვლელობას ასე, ნახევრად ხუმრობით ეხმურება ,,მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი: ,,მგონი უსინდისო ვარ!წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგ...

სოცმედია 1713582896

გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580