შეიარაღებული თავდასხმა ლენტეხის მერიაზე - ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
სამართალი • 1692105361 440

შეიარაღებული თავდასხმა ლენტეხის მერიაზე - პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ საგამოძიებო უწყების მტკიცებულებები გაიზიარა და ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა შეუფრდა.
განცხადება სრულად:
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეიარაღებული მივიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან და მერის სამუშაო და მისაღები ოთახების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად შენობაში გაჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა და გაანადგურა მერის სამუშაო ოთახში არსებული ქონება და ინვენტარი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, - წერს პროკურატურა.შეგახსენებთ, საქმე ეხება 2022 წლის 21 დეკემბერს მომხდარს, რა დროსაც ლენტეხის მერიას თავს დაესხნენ.

საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695897141

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...
საზოგადოება • 1695895320

ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას" სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს. ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "ა...
საზოგადოება • 1695895231

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინი...
პოლიტიკა • 1695894881

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: "ეს არის ტყუილი და ნარატივი"(ქოცი დეპუტატი ბექა დავითულიანი).ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“
სოცმედია • 1695894739

ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ერი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ის...
პოლიტიკა • 1695894633