შსს-ის საგანგებო განცხადება: შატალოვას მკვლელობის საქმეზე 3 პირი დავაკავეთ – ერთმა პოლიციელებს ხელყუმბარა ესროლა

შატალივა.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო  ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული - 1988 წელს დაბადებული ბ.ლ., 1983 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1977 წელს დაბადებული ლ.რ. შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებისას პოლიციელებს ხელყუმბარა ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც შატალოვა მოკლა, ასევე, მოქალაქე, რომლის მანქანითაც ადგილი დატოვა. უწყების ინფორმაციით, დააკავეს ის პირიც, ვის სახლშიც მანქანის მეპატრონე იმალებოდა.

უწყების ინფორმაციით, 17 ოქტომბრის ღამეს შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ბ.ლ.-მ ესროლა, შემდეგ კი ადგილი მანქანით დატოვა, რომელსაც ბ.ხ. მართავდა და მას ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, 18 ოქტომბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, სამი პირი - 1988 წელს დაბადებული ბ.ლ., 1983 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1977 წელს დაბადებული ლ.რ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ლ.- მ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1994 წელს დაბადებულ, ა.შ.- ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, მიღებული დაზიანებების შედეგად ა.შ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბ.ლ.-მ შემთხვევის ადგილი ბ.ხ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა, რა დროსაც ბ.ხ.-ს მის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბინის ჩხრეკის დაწყებამდე ბ.ლ. მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ბ.ხ.-ს მეგობრის, ლ.რ.-ის ბინის ჩხრეკა განახორციელეს. აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ.ხ, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა. პოლიციამ ბ.ხ. მიმალვის მცდელობის დროს, მეზობელი საცხოვრებელი ბინის აივანზე დააკავა და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღო. ბ.ხ.-ს მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ხელყუმბარა, გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს. პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ბ.ხ.-ს დაკავებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა ბინის მეპატრონე - ლ.რ.-მ. პოლიციელების მიმართ გაწეული წინააღმდეგობისთვის იგი ადგილზე იქნა დაკავებული. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580

პოლიტიკა
"ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო..." - მამუკა ხაზარაძე

“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...

სოცმედია 1713557401

ახალგაზრდები
"წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...

სოცმედია 1713557220