შსს-ს პირის ქვეყანაში შემოსვლაზე უკანონო უარის გამო ზიანის ანაზღაურება დაეკისრა - საია

შსს

 "საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, ბათილად ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს არ მიეცა საქართველოში შემოსვლის უფლება და სამინისტროს დააკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ორგანიზაციის ცნობით, მოსარჩელე, რომელსაც გერმანიაში ჰქონდა ბინადრობის ნებართვა, 2020 წლის 20 დეკემბერს გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა ტრანზიტულად, თურქეთის გავლით, ხოლო აეროპორტში მას უთხრეს, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ ჰქონდა.

"მოსარჩელეს აეროპორტში განუმარტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, მას არ ჰქონდა ქვეყანაში შემოსვლის უფლება და მას მოუწია უკან გაბრუნება. ამ პერიოდში, კოვიდ პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში მოქმედებდა საერთაშორისო მიმოსვლის სპეციალური რეჟიმი. კერძოდ, საკითხის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებდა კონკრეტული ქვეყნებიდან შემოსვლის შესაძლებლობას, მათ შორის გერმანიიდან. თუმცა, სასამართლოში სადავო გახდა, რამდენად გულისხმობდა კონკრეტული ქვეყნებიდან შემოსვლა ტრანზიტულად, მესამე ქვეყნის გამოყენებით შემოსვლას. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ნორმაში მოსარჩელის ჩამოსვლის მეორე დღესვე შევიდა ცვლილება და დაემატა ტრანზიტულად შემოსვლის შესაძლებლობაც", - წერია განცხადებაში.
საიას ცნობით, სასამართლომ განმარტა, რომ როგორც კანონის, ისე, კანონქვემდებარე აქტის ნორმის განმარტება უნდა მოხდეს არა მხოლოდ გრამატიკულად, არამედ, სისტემურად და გათვალისწინებული უნდა იყოს კანონმდებლის მიზანი.

"სასამართლომ, სხვა ნორმებთან ურთიერთკავშირის შესწავლის გზით დაასკვნა, რომ ამ შემთხვევაში, კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენდა ტრანზიტული ქვეყნის გამოყენებით ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვა. შესაბამისად, გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან ერთად, სრულად დააკმაყოფილა სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში", - ამბობს ორგანიზაცია.მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხუხაშვილი
„ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა.1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი.გა...

პოლიტიკა 1721189573

ქალთა ნაკრები
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშ...

სპორტი 1721188625

კოიძე
ვიდეო: „უაიმე, ჩვენი მადო რა დღეშია... ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია“

ბლოგერი დომენიკ მანგოუაიმე ჩვენი მადო რა დღეშია თურმე    დიდი არაფერი მადონა რას ფიქრობს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია.  

სოცმედია 1721188545

ზარქუა
„190 მეტრზე როგორ აიტანა თინეიჯერმა იარაღი და ისროლა 7-ჯერ? - ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ ჩვენც შევეცდებით, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“ - ირაკლი ზარქუა

190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნ...

პოლიტიკა 1721187422

ხაზრაძე და ცოლი
„იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს“ - მამუკა ხაზარაძის სიყვარულის ამბავი

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:ყველაზე მაღალი გოგო მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტა...

სოცმედია 1721186996

ნანუკა ჟორჟოლიანი
,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს? რატომ ვქენით ეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს 😔 რატომ ვქენით ეს:( ფეხბურთელების “შეფუთვაზე” ვინც იზრუნა მათთვის რომ მი...

სოცმედია 1721186765