ტრანსგენდერი კაცები საქმე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

სამართალი 1669896568    499

სტრასბურგი

საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა. მათ შორის ერთ-ერთი ნიკოლო ღვინიაშვილია.

განმცხადებლებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოში საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის მიეღწიათ და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერი მათი გენდერული იდენტობის შესაბამისად შეეცვალათ.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გენდერული იდენტობის უფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ თავისუფალი შეფასების ვიწრო ფარგლებში უნდა იმოქმედოს. ევროპულმა სასამართლომ გაუსვა ხაზი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ უზრუნველყოს სწრაფი, გამჭირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლა", - აღნიშნავს საია.
ორგანიზაცია ამბობს, რომ სასამართლოს დეტალურად არ განუმარტავს როგორი უნდა იყოს ეს პროცედურა, თუმცა ამის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით WISG-ის მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტშია განმარტებული, რომ: „სწრაფი მექანიზმი გულისხმობს პროცედურას, რომლითაც უზრუნველყოფილია რაც შეიძლება მოკლე ინტერვალი განაცხადის შეტანიდან, ჩანაწერის ცვლილებამდე. მექანიზმი გამჭვირვალედ იქნება მიჩნეული თუ კანონით მკაფიოდ არის რეგულირებული სახელისა და სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების პროცედურა, მათ შორის ის, თუ რომელ უწყებას უნდა მიმართონ დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით. პროცედურის ხელმისაწვდომობა უფრო პრაქტიკულ ასპექტზე კონცენტრირდება და გულისხმობს ბარიერების აღმოფხვრას, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს პირის ჯანმრთელობას, ასაკს, შეზღუდულ შესაძლებლობას. ხელმისაწვდომობის საკითხი ეხება ასევე ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რაც არ შეიძლება იქცეს ბარიერად ტრანს ადამიანისთვის“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის არ იყო ცალსახა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, სქესის შეცვლა უნდა შეფასებულიყო „ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური ან/და ანატომიური კრიტერიუმებით,“ იმის ფონზე, რომ ამის შესახებ საკანონმდებლო განმარტებები არ არსებობს.

სასამართლომ დაასკვნა, რომ „მკაფიო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობა უტოვებს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებებს, რაც თვითნებური გადაწყვეტილებების საფრთხეს ქმნის გენდერის სამართლებრივი აღიარების თაობაზე განცხადებების განხილვას.“

საია და ვისგი განაგრძობს ამ საქმეების აღსრულების მონიტორინგს როგორც მინისტრთა კომიტეტის, ისე, ეროვნულ დონეზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 31 იანვარს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამ...

საზოგადოება 1675099680

შალვა ნათელაშვილი
„ტუფლები გვიჭერს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს შალვა ნათელაშვილი „ტიკ ტოკზე“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ტიკტოკზე გამოჩნდა. „არ გეგონათ ხომ, ტიკტოკზეც რომ მნახავდით. გამოიწერეთ ჩემი არხი - წინ საინტერესო ამბები და ვიდეოები გელოდებათ,“ - ასე  მიმართა პოლიტი...

სოცმედია 1675094860

პაკისტანი
დაღუპულია 34 ადამიანი - აფეთქება მეჩეთში

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა. თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად...

მსოფლიო 1675091969

ნაყოფია
კობა ნაყოფიამ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი და პოლიტსაბჭოც დატოვა

"ვტოვებ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც ვტოვებ პოლიტსაბჭოს თვითონ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში...

პოლიტიკა 1675091339

სექსი
წყვილს 1000 დოლარს ჩუქნიან, თუ...

ავეჯის მაღაზია წყვილებს საწოლების გამძლეობის შესამოწმებლად 1000$ დოლარს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.   გამოცემის ცნობით, წყვილებს საწოლის გამძლეობის გამოცდა და საკუთარი...

ეს საინტერესოა 1675090556

ხოფერია
„არაკაცია“ - ხათუნა ხოფერია ენმ-ს ახალ თავმჯდომარეზე

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:   “ნაციონალებს ახალი თავმჯდომარე ყავთ! “ კაცი”, რომელმაც საკუთარი გოიმობის, უტვინობის, მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები.“ კაცს” უთხრეს, რომ ა...

სოცმედია 1675089931