„წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდება და პოლიტიკური რეპრესიების ნათელი გამოხატულება“ - ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართება
სამართალი • 1653371775 113

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. სასამართლო დღეს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" იმსჯელებს. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.
უფლებადამცველები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილისგან ელოდებიან პასუხს დაუშვბს თუ არა მიხეილ სააკაშვილთან პალატაში ალტერნატიული კონსილიუმის წევრ ექიმებს.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შოთა თუთბერიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სხდომას, სავარაუდოდ, ისევ ვერ დაესწრება.
"ბუნებრივია პიჯაკების საქმეც არის წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდებები და პოლიტიკური რეპრესიების ნათელი გამოხატულება, სამწუხაროდ ჩემი გუშინდელი ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტთან, მე ვვარაუდობ რომ ის სავარაუდოდ ვერ შეძლებს გამოცხადებას სასამართლო პროცესზე, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო რადიკალურად გაუარესებული, თუმცა ჩვენ ველოებით პასუხს შუამდგომლობაზე, რომელიც წინა პროცესის დავაყენეთ, ეს გახლდათ შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ დაავალოს პენიტენციურ სამსახურს რომ შეწყდეს კანონის მუდმივი დარღვევა. სამწუხაროდ დღემდე, ვერც ერთმა სასამართლომ ვერ გაბედა ამაზე შუამდგომლობის არათუ დაკმაყოფილება, არამედ განხილვის დასრულება", - ამბობს შოთა თუთბერიძე.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს - "4 ივლისის მდგომარეობით...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657033418

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ბათუმის ნავსადგურში შესული გემები დასანქცირებული არაა. მათივე ინფორმაციით, ერთი გენი დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრ...
პოლიტიკა • 1657032798

უკრაინულმა სასამართლომ უკრაინის კომუნისტური პარტია აკრძალა- გადაწყვეტილება ლვოვის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, რეგიონული, საქალაქო და რაიონული ორგანიზა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657032351

ქალაქ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ქალაქის ადმინისტრაცია წერს. წინასწარი მონაცემებით, ქალაქის დღევანდელი მასიური დაბომბ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657032235

ზუგდიდის სოფელ შამგონაში პროფესიული სასწავლებლის ძველი შენობის ჭერი ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა. შენობაში, რომელიც წლებია მიტოვებული და უფუნქციოა გალიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი წლებია ს...
შემთხვევა • 1657031161

ოკუპირებულ მელიტოპოლში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, მტრის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 200-ზე მეტი ოკუპანტი განადგურდა და 300-ზე მეტი დაშავდა - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ივან ფედოროვმა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657030016