ყოფილი ძალოვანი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ციხეში 3 წლითა და 6 თვით გაუშვა

სამართალი 1657018682    201

ლექსო რაფავა

წინასაარჩევნოდ დაკავებული ხობის პოლიციის ყოფილი უფროსს, ლექსო რაფავას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. განაჩენი გუშინ გამოცხადდა.

სარეზოლუციო ნაწილი ადვოკატს ჯერ არ ჩაბარებია. ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ოჯახიც და ყოფილი პოლიციელებიც გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ლექსო რაფავა პოლიტიკური პატიმარია. ოჯახის განცხადებით, ხელისუფლებამ ის იმიტომ დაიჭრა, რომ ოპოზიციას ღიად უჭერდა მხარს და წინასაარჩევნოდ აგიტაციაში იყო ჩართული.

ოჯახიც და ბრალდებულიც აცხადებს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო.

ცნობისთვის, 2021 წლის 21 ოქტომბერს, ხობში წინასაარჩევნოდ, სპეცოპერაციის დროს ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა დააკავეს. მას იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან. ლექსო რაფავას დაკავების შემდეგ, გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვნის, რუსლან შამახიას სახლი სენაკში, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს.

 

ლექსო რაფავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი 2010 – 2012 წლებში იყო. მანამდე ის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მემუარები
გაჩხრიკეს დონალდ ტრამპის რეზიდენცია - რას ეძებდა FBI

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი რეზიდენცია ფლორიდაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, საგამოძიებო...

მსოფლიო 1660021381

ნიკა გვარამია
რას წერს ნიკა გვარამიაზე, მიკერძოებულ სასამართლოსა და საქართველოს მოვლენებზე Foreign Policy-ი

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა, მიკერძოებული სასამართლო და საქართველოში მიმდინარე მოვლენები - ამ საკითხებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს გამოცემა Foreign Poli...

პოლიტიკა 1660018995

გაძვირება
შევისყიდი 50 ათას ცალ კვერცხს - ქუთაისის ბაღების გაერთიანება ტენდერს აცხადებს

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება ფილიალებისათვის 27 500 ლარის ქათმის კვერცხის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. ტენდერის პირობებიდან ირკვევა, რომ 50 000 ცალი - პირველი კატეგორიის, ახალი, მთელი, გლუვი, ხორ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1660018258

დედა
„ვაიმე, ღმერთო, აღარ შემიძლია“ - სასოწარკვეთილი დედის ვიდეომიმართვა, რომელიც 8 შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის

8 წლის საბას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას შვილის გადასარჩენად დახმარებას სთხოვს. მიმდინარე წლის 15 იანვარს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ რადიკალურად შეცვალა მათი...

საზოგადოება 1660017319

ქალი დაორსულება
დაუჯერებელი ამბავი - გაიცანით ქალი, რომელიც, 5 დღეში ორჯერ დაორსულდა

კალიფორნიაში მცხოვრები 25 წლის ოდალის მარტინესის თქმით, 5 დღის განმავლობაში ორჯერ დაორსულდა. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. „ლილიო და იმელდა ერთ დღეს დაიბადნენ, თუმცა ისინი ტყუპები არ არიან. ისინი სხვა...

მსოფლიო 1660016901

ივანიშვილი დეგნანი
"ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებსა და სანქციებზე" - დეგნანი ივანიშვილზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა. "არ მსურს ბატონ ივანიშვილის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმა. ჩვენ როგორც წესი, არ ვასაჯაროებთ პირად შეხვედრებს, იქნება ეს...

პოლიტიკა 1659989940