1-ელი დეკემბრიდან მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი

საზოგადოება 1695810067    48

თბილისის მერია

თბილისის მერია ახალ სერვისს ნერგავს - 1-ელი დეკემბრიდან მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურებით ისარგებლონ.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„კიდევ ერთი სიახლე გვაქვს- 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი გახდება მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მის ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე, ასევე, განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე. ბევრი მოქალაქე  ვერ ერკვევა აღნიშნულ დოკუმენტაციაში და ხშირად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ეუბნება მათ, რომ დაეხმარება და მიდის თანხების გამოძალვა. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ, მუნიციპალიტეტი მომხმარებელსსთავაზობს კონკრეტულ სერვისს, პერსონალურ კონსულტანტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სერვისის საფასურს, თბილისის მერის თქმით, პერსონალური კონსულტანტის 3-თვიანი მომსახურების საფასური იქნება 6 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი არ აღემატება ერთ ჰექტარს; 12 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია ერთ ჰექტარზე, მაგრამ არ აღემატება ხუთ ჰექტარს;  30 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია ხუთ ჰექტარზე.

„ვფიქრობ, აღნიშნული სერვისის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს, 2017 წელს, როდესაც ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება დავიწყეთ, ძალიან ბევრი პრობლემა დაგვხვდა - ათასობით პასუხგაუცემელი საბუთი, შემოსული მშენებლობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები არ იყო მიღებული, რაც დიდ დისკომფორტს უქმნიდა ბიზნესს, ქალაქის განვითარებას და ბევრი ადამიანი იყო უკმაყოფილო. რა თქმა უნდა, დღეს ეს პრობლემები აღარ გვაქვს, სანებართვო პროცედურების მიღება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, არანაირი დაგვიანება არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ამ სერვისის შემოღება და კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნა როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ, ფასიან კონსულტანტს აირჩევენ თუ თავად მიყვებიან საკუთარი საქმის წარმოებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნდობის სივრცე
ფსიქოლოგიური თანადგომის პროექტი: იპოვე მეგობარი „ნდობის სივრცეში“

კლუბმა „ნდობის სივრცე“ დაიწყო ფსიქოლოგიური თანადგომის პროექტი - იპოვე მეგობარი „ნდობის სივრცეში“. პროექტის ავტორების განმარტებით, APPR-ის მიერ კლუბის დაკვეთით ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ჩვენი ყ...

საზოგადოება 1702100159

"დამითმია ბურთი და მოედანი “ბლოგერებისთვის”, ალბათ, მისახვედრია ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი" - დერმატოლოგი ზაზა თელია "ფეისბუქს" აუქმებს
“ამ ქვეყანაში ექიმობის სურვილი დაგეკარგება ადამიანს” – ზაზა თელია  

დერმატო-ვენეროლოგი, “მტკიცებითი მედიცინის ცენტრის” ექიმი, ზაზა თელია:   თბილისში დაახლოებით 1 500 000 ადამიანი ცხოვრობსსტატისტიკურად ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ადამიანს სჭირდება დერმატოლოგის კონსულ...

სოცმედია 1702100045

დეკანოიძე
“პირველად მე გავუშვი პოლიციიდან და...“ – ხატია დეკანოიძე  

ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოსა და უკრაინაში, ხატია დეკანოიძე: დღეს, კომენტარი მთხოვეს და გავიხსენე, რომ პირველად კივა მე გავუშვი პოლიციიდან და ძალიან დიდი ხანი სასამართლოშიც ჰქონდა პროცესი ჩემს წინ...

სოცმედია 1702099764

ტრანსპორტი
"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?!" - რას წერს "ჩემი ქალაქი მკლავს"

"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?! ბევრმა თქვენგანმა მოგვწერეთ რომ როდესაც ავტობუსი საცობში დგას თან ეს დიდი ხანია გრძელდება, მძღოლები არ აღებენ კარებს რომ ფეხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ან უბრალოდ...

სოცმედია 1702066800

პოლიცია
სცემეს, ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს, ვიდეო გადაუღეს და მანქანის გადაფორმება აიძულეს - უმძიმესი დანაშაული ციხისძირში (ვიდეო)

ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ...

კრიმინალი 1702066500

ყინვა
ტრაგედია რუსეთში - წლინახევრის ბიჭუნამ დახურული კარი ვეღარ გააღო და დერეფანში გაიყინა

სვერდლოვსკის ოლქში, წელიწად-ნახევრის ბავშვი გაიყინა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ura.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამბავი 6 დეკემბერს მოხდა, ალაპაევსკის მახლობლად მდებარე ს...

შემთხვევა 1702066200