18-19 სექტემბერს თბილისის ერთ ნაწილში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია

მერია

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქთან ერთად, თბილისი ევროპული მობილობის კვირეულში წელსაც მიიღებს მონაწილეობას.

კვირეული ყოველწლიურად, 16-22 სექტემბერს იმართება და მასში მსოფლიოს ის ქვეყნები მონაწილეობენ, რომელთა სატრანსპორტო პოლიტიკა ეკომეგობრული, მდგრადი მობილობის განვითარებისკენაა მიმართული. კვირეულში მონაწილეობას 44 ქვეყნის 2 136 ქალაქი იღებს. კერძოდ, ზალცბურგი, ბრიუსელი, პრაღა, კოპენჰაგენი, ჰელსინკი, ჰამბურგი, ბუდაპეშტი, დუბლინი, რომი, ლისაბონი, ბარსელონა, სტოკჰოლმი და სხვები.

დაგეგმილ ღონისძიებების გამო, 18-19 სექტემბერს საბურთალოს რაიონის ერთ მონაკვეთში მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

"კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. 18-19 სექტემბერს, 13:00-დან 20:00 საათამდე მიცკევიჩის ქუჩაზე, პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გამოიყოფა სპეციალური სივრცე ღია გამოფენა-გაყიდვისა და ფეხით მოსიარულე პირების/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის.

აღნიშნულ პერიოდში, გამრეკელის ქუჩიდან პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, ცინცაძის, ბახტრიონის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის გავლით, ხოლო პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ყაზბეგის გამზირის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებიან. გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს.

18 სექტემბერს, 12:45 საათზე, ასევე, გაიმართება ველომსმვლელობა დიდი დიღმიდან (ამერიკის საელჩოს ტერიტორია) ზაარბრიუკენის მოედნამდე. 20 სექტემბერს კი, დედაქალაქს GEHL Architects-ის ხელმძღვანელი ეწვევა, რომელიც ქალაქის ურბანულ დაგეგმარებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლაზარეეე
ლაზარე გრიგორიადისის საქმის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. შესაბამისად, კიდევ უცნო...

პოლიტიკა 1713527391

ნათელაშვილი
„ამდენ გაოცებას როგორ გავუძლებ არ ვიცი – ქოცობამ სადეპუტატო დეკლარაციის შეუვსებლობის გამო 1000 ლარით დამაჯარიმა“ - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სადეპუტატო დეკლარაციის შეუვსებლობის გამო, მისი დაჯარიმების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს: „მსოფლიომ იცის, რომ პარლამენტში არ შე...

სოცმედია 1713527193

სანთელი
„არ იქნებოდა ეს ცხოვრება საინტერესო უმისოდ“ – ცნობილი ქართველი მხატვარი გარდაიცვალა

69 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, თავდაპირველად, ირაკლი სუთიძის მეუღლემ, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ირაკლი სუ...

სოცმედია 1713527093

გია ვოლსკი
„შეიძლება არის რაღაც გადაცდომები, რომლებსაც ალბათ გაანალიზებს შს სამინისტრო“ - გია ვოლსკი

"შეიძლება არის რაღაც გადაცდომები, რომლებსაც ალბათ გაანალიზებს ყოველთვის შს სამინისტრო, იქ რაღაც თემებს ასწორებს, მაგრამ დამოკიდებულება ადამიანებს შორის არ იცვლება. მეორე წუთში, სიცოცხლეს დათმობს ის პო...

პოლიტიკა 1713527021

გომელაური ელისაშვილი
„ვწუხვარ რაც მოხდა, რატომ მოხდა და როგორ, გამოძიება დაადგენს“ - ვახტანგ გომელაური პოლიციელთა მიერ ალეკო ელისაშვილის ცემაზე

 პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. მან თქვა, რომ წუხს და რომ გამოძიება დაადგენს რეალ...

პოლიტიკა 1713526616

გვარამია
"საქართველო გახდება ოფშორული თავშესაფარი რუსების ბინძური ფულისთვის. ეს სამუდამოდ გამორიცხავს ჩვენს წევრობას EU-ში და გააუქმებს ვიზალიბერალიზაციას" - ნიკა გვარამია ოფშორების კანონზე

"ახალის" თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია, პარლამენტის მიერ ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტის მიღებას ეხმაურება და ამბობს, რომ კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო იქნება, ვიდრე უბრალოდ ბიძინა ივანიშვ...

პოლიტიკა 1713526510