"ამ კანონით მოქალაქეთა უზარმაზარი მასა გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ"- ნაირა გელაშვილი

ნაირა გელაშვილი

“ქართული ოცნების” რუსულ კანონს მწვავედ აკრიტიკებს მწერალი და „კავკასიური სახლის“ ხელმძღვნელი ნაირა გელაშვილიც. ცნობილი მწერლი „ნეტგაზეთში“ წერილს აქვეყნებს:

„სახელმწიფოს ვერ აუკრძალავ კანონის მიღებას. თუ თვლის, რომ საქართველოში შემოსული ფული უნდა იყოს გამჭვირვალე, რატომ უნდა წახვიდე ამის წინააღმდეგ. რატომაც არ უნდა იყოს გამჭვირვალე?

ჩვენ, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ, ყველაფერი გამჭვირვალეა ჩვენს გვერდზე, დევს აუდიტის მონაცემები. ჩვენ ეგ არ გვაღელვებს. არც თანამოაზრე ორგანიზაციებს ადარდებს  შემოსული თანხის გამჭვირვალობა. 

აქ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და სრულიად მიუღებელი არის ის, რომ ყველას ერთნაირად, ერთიანად, წინასწარ აცხადებენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად. ჯერ იყო „აგენტი“, პირველ ვარიანტში [2023 წლის მარტში], ახლა ვითომ შეცვალეს, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ შემოიღეს, მაგრამ შინაარსი იგივეა.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი – ამის კონოტაცია ქართულ ენაში, ჩვენს სინამდვილეში, და საერთოდაც, ნიშნავს სამშობლოს მოღალატეს. და როგორ ბედავს ხელისუფლება, რომ ამდენ ათას ადამიანს, ვინც არასამთავრობო სექტორშია დასაქმებული, მოღალატედ აცხადებს?

მათ უკან მათი ოჯახები დგას. წარმოიდგინეთ იმ ბავშვებისა თუ ახალგაზრდების სულიერი მდგომარეობა, რომელთა მშობლებიც სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს! ეს იმ ადამიანებსაც ეხება, ვინც ერთჯერადად ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში. მოქალაქეთა უზარმაზარი მასა  გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ!

აი, ეს არის ყველაზე საგანგაშო. ეს არის ზუსტად საბჭოთა სტილი, რეპრესიების სტილი, როდესაც საზოგადოების დიდ სეგმენტს მტრულ კლასად აცხადებენ და ანადგურებენ. უბრალოდ აცხადებენ: არც გამოძიება, არც სასამართლო, არც არაფერი. მაგალითად, 

 

როგორც მოხდა განკულაკება საბჭოთა დროს.

„კავკასიური სახლი“ ერთ-ერთი უძველესი არასამთავრობო ორგანიზაციაა. არავინ რომ არ წერდა პროექტებს, ჩვენ მაშინ  ვწერდით. ასე რომ, კარგად ვიცნობ არასამთავრობო სექტორს. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ყველა  არასამთავრობო ორგანიზაცია სამშობლოს ინტერესებს ემსახურება, და არც ერთს არ შეიძლება კრიტიკა შეეხოს.  წლების წინ კრიტიკული წერილიც კი მაქვს დაწერილი „ბრწყინვალება და სიღატაკე არასამთავრობო სექტორისა“. მაგრამ კრიტიკა ერთია და მისი ერთიანად მოსპობის სურვილი მეორე.

ამ კანონის მიზანი კი, როგორც ცხადად იკვეთება, საბოლოოდ მთელი არასამთავრობო სექტორის ლიკვიდაციაა, რომ ვერავინ ამოიღოს ხმა მთავრობის დესტრუქციულ ქმედებათა წინააღმდეგ.

ამ კანონს ძალიან საეჭვოდ მიება დიდი ჰესებისა და ოფშორული ზონის პრობლემა. მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაშასადამე, ასევე,  საქართველოში გამეფებული კაპიტალიზმი არის ველური, ყოველგვარი წესების, ყოველი მაღალი იდეის და იდეალის  გარეშე. ის ინიღბება ტრადიციული, ზემატერიალური ფასეულობებით. სინამდვილეში კი მისი უმაღლესი და უსაკრალურესი იდეა, მიზანი და საზრისი  არის მოგება. სულ ერთია რა გზით: ნარკოტიკებით, კაზინოებით, კრიპტოვალუტით, ფულის ჩარეცხვით,  ქალაქების ჩაბეტონებით, თუ ჩვენი უნიკალური ბუნების, სასიცოცხლო სივრცის  გამანადგურებელი გიგანტური ჰესებით.

როგორ მინდა მთელ ახალგაზრდობას გავაგებინო, რომ ეს დიდი ჰესები ისე უწყინარნი არ არიან, როგორც მათ შეაგონებს კაპიტალიზმის სამსახურში ჩამდგარი ხელისუფლება. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული უზარმაზარი ფინანსური კლანები არიან ამის შემოქმედები. და ისინი თავიანთ უპირველეს მტრებად ბუნების დამცველებს, ეკოლოგებს მიიჩნევენ. მათ სძულთ სიტყვა ეკოლოგია, დასცინიან მას და აბუჩად იგდებენ.

მე მგონი, ეს კანონი პირველ რიგში სწორედ ბუნების დამცველ ორგანიზაციებს დაარტყამს.  ჯერ კიდევ როდის გამოაცხადა ჩვენმა მთავრობამ, რომელმაც მთელი რიონის ხეობა ასი წლით თურქულ კომპანიას აჩუქა,  „რიონის ხეობის მცველები“ და

„მწვანე ალტერნატივა“, ეს შესანიშნავი ადამიანები, ნამდვილი პროფესიონალები  უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალად. ყოველგვარ შემოქმედებითობას მოკლებული, ჩვენებური  მტაცებლურ-პარაზიტული კაპიტალიზმი ცდილობს,  ბუნების უზომო, უგუნური  ექსპლუატაციით აკეთოს ფული და ჩვენ ახალ-ახალ ეკოლოგიურ კატასტროფებს გვიმზადებს. რამდენი ხანია, რუსეთიდან გაიქცა ყველა გარემოსდამცველი.

„კავკასიური სახლი“ შეეცადა  და ახლაც ცდილობს, მოიწვიოს  საზოგადოების წარმომადგენლები მრგვალი მაგიდის გარშემო ამ კანონზე სასაუბროდ – კანონის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. რათა ორივე მხარის არგუმენტებმა ერთად მოიყაროს თავი.

კანონის მოწინააღმდეგეები გამოთქვამენ მზადყოფნას დიალოგისთვის, მომხრეებიდან კი დღემდე ერთიც ვერ დავითანხმეთ. თან გაუთავებლად იმეორებენ მანტრასავით, არგუმენტები არა გაქვთო. ეს იმიტომ, რომ დიალოგი არ შედის მათ ინტერესებში. მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, თვით სამოქალაქო დაპირისპირებად და სისხლისღვრადაც კი, ეს კანონი უნდა მიიღონ. ეს კი თავზარდამცემია და რაღაც კიდევ უფრო დიდ უბედურებას მალავს. ასე რომ არ იყოს,  დიალოგის შეთავაზება გაუხარდებოდათ.

მთელი ჩემი არსებით მოვუწოდებ 29 აპრილს ხელისუფლების მიერ მოწვეულ ხალხს და ასევე ახალგაზრდებს, არ წამოეგონ ანკესზე, არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩვენ ხომ ერთი ხალხი ვართ, ერთი ნატანჯი ხალხი. ჩვენ შეგვახლიან ერთმანეთს და თვითონ მოგებას ნახავენ. ასე იყო აქამდე.“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 23 მაისს

 22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9546 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9639 ლარს შეად...

ბიზნესი & ეკონომიკა 1716383570

დაკავება
მეუღლე და მეუღლის დედა თოფიდან გასროლით მოკლა - პოლიციამ რუსთავში მომხდარი 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის...

კრიმინალი 1716383223

რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ ღონისძიებების პერიოდში,დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. 21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობ...

საზოგადოება 1716383064

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 23 მაისს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა...

საზოგადოება 1716381600

კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ

„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალი...

პოლიტიკა 1716381015

კალაძე
ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება

კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე...

საზოგადოება 1716380908