„ამას არ უარვყოფ“ - ოთარ ტატიშვლისა და თიკა სვანიშვილის სიყვარულის ისტორია

ოთარ ტატიშვილი და ცოლი

მსახიობის და ტელეწამყვანის, ოთარ ტატიშვილისა და თიკა სვანიშვილის ოჯახი უკვე 25 წელს ითვლის.

ოთარისთვის ეს მეორე ქორწინებაა. აღსანიშნავია, რომ მას პირველიდან ორი ბიჭი ჰყავს.

თიკა სვანიშვილი ჰყვება სიყვარულის ამბავს.

"სხვათა შორის, დედამ რომ გაიგო, მე და ოთარს რომანი გვქონდა, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა და მითხრა, ერთადერთი, რაც შენ გამართლებს, შენი ასაკიაო. 19 წლის ვიყავი. დედამ მითხრა, ახლა ვერ ხვდები რაღაცებსო და მართალიც იყო. დღეს რომ ვიდგე იმავე გადაწყვეტილების წინაშე, ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდებოდი. იმას არ ვამბობ, რომ ვნანობ. ერთი წამითაც არ მინანია, ისევ ისე გავივლიდი იმ ყველაფერს, როგორც გამოვიარე. მე იმას ვამბობ, რომ თურმე იმაზე მეტად სანერვიულო იყო, ვიდრე მეგონა.

ახლა ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ჩემს შვილს ორი უფროსი ძმა ჰყავს, რომლებიც მისთვის ყველაფერი არიან. შოთიკო ნანიკოზე ორი წლით უფროსია. ყოველწამიერი ურთიერთობა აქვთ და ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!

მაშინ თქვენზე ბევრს იჭორავებდნენ, ბევრი გაგკიცხავდათ ამ ნაბიჯისთვის.

ძალიან რთულად გადასატანი იყო ჩემთვის ჭორები. ინსტიტუტში ოთარი ერთ-ერთი პოპულარული ბიჭი იყო, რომელსაც ყველა იცნობდა. როცა შევუღლდით, მას ოფიციალურად ცოლი ისევ ჰყავდა, ამას არ უარვყოფ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ჩვენ ისეთი გრძნობა გვქონდა, რომელსაც დედამიწის ზურგზე წინ ვერავინ დაუდგა", - ამბობს თიკა სვანიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე ივანიშვილი
კახა კალაძე: საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს...

პოლიტიკა 1713947697

გოგა მანია
“ყველაფერს ნულიდან დაიწყებთ…”- ვის მიმართავს გოგა მანია

ეზოთერიკოს, გოგა მანიას რჩევები 5 ზოდიაქოს, რომელსაც წარმატება ელოდება. „ყველა ტკივილი და გაურკვევლობა რჩება უკან და ყველაფერს ნულიდან იწყებთ. ესენი არიან: კირჩხიბი - ვერძი - კურო - მერწყული - მორიელი...

სოცმედია 1713903240

ღვთისიაშვილი ბერიკაშვილი
„ასეთი ფრთამოტეხილი და სევდიანი არც არასოდეს არ ვყოფილვარ… ღმერთს ვევედრები, რომ ამ კაცმა ჩვენსკენ გამოიხედოს“ – დიმიტრი ღვთისიაშვილის ემოციურ პოსტი ზურა ბერიკაშვილზე

„ძვირფასო ადამიანებო! ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ჩემო კოლეგებო, ჩემო ნამოწაფრებო და ახლანდელო „შვილებო“, ჩემი მოზარდელების დიდო არმიავ, ნათესავებო, ნათელ-მირონებო, ბავშვობისა თუ სტუდენტო...

სოცმედია 1713902940

ნაირა გელაშვილი
"ამ კანონით მოქალაქეთა უზარმაზარი მასა გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ"- ნაირა გელაშვილი

“ქართული ოცნების” რუსულ კანონს მწვავედ აკრიტიკებს მწერალი და „კავკასიური სახლის“ ხელმძღვნელი ნაირა გელაშვილიც. ცნობილი მწერლი „ნეტგაზეთში“ წერილს აქვეყნებს: „სახელმწიფოს ვერ აუკრძალავ კანონის მიღებას....

საზოგადოება 1713902640

ნინი შერმადინი
"პოსტივი მედია... თქვენს ვიდეოში ნახსენები ინფორმაცია არის ტყუილი და დეზინფორმაცია!" - ნინი შერმადინი საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "პოსტივი მედია, იქნებ უფრო კარგად დააზუსტოდ ხოლმე ჩემზე ინფორმაცია, სანამ ჩემ...

სოცმედია 1713901980

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე
"სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?" - მამუკა მდინარაძე

სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო? - რა სანქცია, ჩვენი წინაპრები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის , - ამის შესახებ საპარლ...

სოცმედია 1713901680