ანდრია ბასილაია პროექტის - „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენას ესწრება

ანრი ბასილაია

თბილისის მუნიციპალიტეტი, დედაქალაქში ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარებისთვის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) დაფინანსებით, პროექტს - „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ახორციელებს.

 

პროექტის ფარგლებში, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას, მათ შორის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მგზავრობისას ქალებისა და გოგონების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, ამსტერდამში, 15-19 აპრილს საერთაშორისო გამოფენა - Intertraffic იმართება.

 

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეებთან ერთად ესწრება.  გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს მოძრაობის მენეჯმენტის, საგზაო უსაფრთხოების, ადმინისტრირების, ასევე, პარკირებისა თუ სხვა სატრანსპორტო მიმართულებების გაუმჯობესების კუთხით.

 

თბილისის მერის მოადგილემ გერმანიის მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა შეამცირებს გადაადგილების დროს, როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.

 

„დედაქალაქში მოძრავი ავტომობილების რაოდენობის გათვალისწინებით, „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა და არსებულის მოდერნიზება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. შესაბამისად, გასული წლის მაისიდან დავიწყეთ ახალი პროექტი, წელს კი მის საბოლოო დიზაინს შევიმუშავებთ და ეტაპობრივ შესყიდვებს განვახორციელებთ. საერთაშორისო გამოფენაზე გავიზიარებთ იმ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, რომელიც რეფორმის წარმატებით განხორციელებაში დაგვეხმარება. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გერმანიის განვითარების ბანკს, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ცოდნის გაუმჯობესებასა და ევროპის საუკეთესო მაგალითების გადმოღებაში გვეხმარება“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

 

ამსტერდამში მიმდინარე გამოფენას ანდრია ბასილაიასთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და პროექტში ჩართული სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მონაწილეობა ცოდნის ცენტრის სესიებში. ასევე, გაიმართება შეხვედრები ინდუსტრიის ლიდერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.

 

„თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“, რომელსაც  ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ხელმძღვანელობს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (DKTI) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ექვსი კომპანიის კონსორციუმი, მათ შორის, „გოპა ინფრა“, (GOPA Infra GmbH), „აი ელ ეფი კონსალტინგ ინჟინრები ავსტრია“ (ILF Consulting Engineers Austria GmbH), „ავსტრიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი“ (AIT - GmbH, A+S Consult GmbH), „აი ელ ეფი კონსალტინგ ინჟინრები საქართველო“ (ILF - Consulting Engineers Georgia GmbH) და „კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფი“ (CCG LLC) ახორციელებს.

 

პროექტი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: ერთიანი „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის (ITS) პლატფორმის შექმნა, მოძრაობის მართვისა და კონტროლის ცენტრის ჩათვლით; ეკო-მობილობის (EcoMobility) პროექტების განხორციელება, რომელიც მოიცავს ავტობუსების სისტემის გაუმჯობესებას, მგზავრთა საინფორმაციო სისტემების უზრუნველყოფას, ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას; ტრენინგებსა და შესაძლებლობების განვითარებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში.

 

აღსანიშნავია, რომ „ჭკვიანი“ სატრანსპორტო (ITS) სისტემის დანერგვით, დედაქალაქში შეიქმნება ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ურბანული გარემო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 23 მაისს

 22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9546 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9639 ლარს შეად...

ბიზნესი & ეკონომიკა 1716383570

დაკავება
მეუღლე და მეუღლის დედა თოფიდან გასროლით მოკლა - პოლიციამ რუსთავში მომხდარი 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის...

კრიმინალი 1716383223

რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ ღონისძიებების პერიოდში,დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. 21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობ...

საზოგადოება 1716383064

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 23 მაისს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა...

საზოგადოება 1716381600

კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ

„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალი...

პოლიტიკა 1716381015

კალაძე
ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება

კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე...

საზოგადოება 1716380908