„ასეთი შემთხვევა ბუნებაში იშვიათია“ - ნინოწმინდაში ქალმა მე-14 შვილი გააჩინა
საზოგადოება • 1656044800 12163

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში მცხოვრებ კაზარიანების მრავალშვილიან ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა. ვარდუი კაზარიანმა, 21 ივნისს, ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში, მე-14 შვილი - დანიელი გააჩინა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ვარდუი კაზარიანი ამბობს, რომ თუ ღმერთი ინებებს, შვილს კიდევ გააჩენს.
დანიელი 2.600 კგ. დაიბადა. ექიმები დედის ჯანმრთელობითა და მშობიარობის შემდგომი სწრაფი აღდგენის უნარით გაოცებულები არიან.
„ასეთი შემთხვევა ბუნებაში იშვიათია. 25 წელია ქალებს მშობიარობისას ვეხმარები. აქადმე მე-9 შვილის დედა მყავდა ნამშობიარები. ეს პირველი შემთხვევაა მთელ ჩემს კარიერაში“, - ამბობს გინეკოლოგი არმენუი რსტაკიანი.
კაზარიანებს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი ჰყავთ: აკობი, ალექსანი, ჰოვანესი და მანუკი უკვე სტუდენტები არიან, ხოლო ნარე, ჰარუტი, დავითი, არპი, მარიამი, გოჰარი, მკრტიჩი და ლუსინე სკოლისა და სკოლამდელი ასაკის. ახლა კი მათ რიცხვს პატარა დანიელიც შეემატა, რომლის აღზრდაშიც მონაწილეობას დანარჩენი და-ძმა მიიღებს.
კაზარიანების ოჯახი მუნიციპალიტეტისგან ერთჯერად - 600-ლარიან დახმარებას, სახელმწიფოსგან კი ორი წლის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებს.
გარდა ამისა, კომპანია Net.com-ი პატარა დანიელის ოჯახს მთელი წლის განმავლობაში უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფს.
წყარო/ფოტო: JNEWS

პირველკურსელი სტუდენტი, ნინიკო დვალი თბილისში გასაქირავებელი ბინების სიძვირესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: "ესეიგი, ვიწვალე, ვიშრომე იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ცხოვრების ახალ...
სოცმედია • 1660159852

ვერძი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე. პროფესიულ საქმიანობაში განვითარების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ. ფინანსური კუთხით იღბლიანი დღე გაქვთ. მეგობრებთან ერთად უფ...
ეს საინტერესოა • 1660159125

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მ...
საზოგადოება • 1660157119

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს - ინფორმაციას ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ჰესის მახლობლად მდებარე ხიდი მნიშვნელოვანი იყო ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკურად - დარტყმა იყო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660150800

დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პ...
სამართალი • 1660150631

უკრაინის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა, ოდესელმა მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა ეპარქიის საქათმე მოინახულა და ქათმები დალოცა.
მსოფლიო • 1660147344