"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საზოგადოება 1642746182    15

ავერსი

20 იანვარს განახლდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ფორმდება "ავერსსა" და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის.

მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას, დააფინანსოს ოლიმპიური ნაკრების წევრებისა და ვეტერანი სპორტსმენების სამედიცინო მომსახურება "ავერსის" კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს ისინი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით.

თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა დღემდე

ისარგებლეს 1 270 678 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და  მიიღეს 860 295 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა 2 130 973 ლარს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი

ხაბელოვმა აღნიშნა, რომ "ავერსთან" თანამშრომლობა უდავოდ აისახა სპორტულ მიღწევებზე. გასული წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები ბრწყინვალედ წარდგნენ და ტოკიოდან რვა მედალი ჩამოიტანეს. ამჯერად ისინი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან და აქაც "ავერსის" უდიდეს მხარდაჭერას გრძნობენ.

- სპორტი ტრავმული სფეროა, ამიტომ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სპორტსმენების წარმატებაში "ავერსის" წვლილი უდავოდ დიდია, - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

"ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ოლიმპიურ კომიტეტთან 14- წლიანი თანამშრომლობა  გრძელდება და მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე მიღწეული შედეგებისთვის.

მემორანდუმის ხელმოწერას ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი დაესწრო. ის საგარეჯოდან საგანგებოდ ჩამოვიდა მადლიერების გამოსახატავად, რადგან რომ არა "ავერსის კლინიკის" შესანიშნავი ექიმები და უმაღლესი დონის მომსახურება, მხედველობას სამუდამოდ დაკარგავდა.

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ "ავერსი" ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარია და სპორტსმენებს მომავალ  ასპარეზობებზე წარმატება უსურვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჰარცელი
„ახლა არის დრო, საქართველომ ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას" - ჰარცელის მილოცვა

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვაში ის საუბრობს საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და ამბობს,...

პოლიტიკა 1653548125

აშშ საელჩო
„26 მაისი შედეგია სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის“ - აშშ-ს საელჩოს მილოცვა

აშშ-ს სალეჩო დამოუკიდებლბის დღეს გვილოცავს. „საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო. 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვ...

პოლიტიკა 1653547870

ბართლომე
„რუსეთის ეკლესიამ იმედები გაგვიცრუა“ - მსოფლიო პატრიარქი

მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი ამბობს, რომ რუსეთის ეკლესიამ უკრაინაში ომის მხარდაჭერით იმედები გაუცრუა. ამ თემაზე მან ERT1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "შეუძლებელი  იყო ყველა ეკლესიისთვის, არ და...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653547098

მერაბ კოსტავა
დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა - ეროვნული გმირი 83 წლის გახდებოდა

დღეს, 26 მაისს საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა - ის 83 წლის გახდებოდა. საქართველოს ეროვნულმა გმირმა, მერაბ კოსტავამ, მოღვაწეობის განმავლობაში, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით არ...

პოლიტიკა 1653546649

ავარია
იუსტიციის სახლთან ქალი მანქანამ გაიტანა

უბედური შემთხვევა თბილისში. ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა - ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც თვითმხილვ...

შემთხვევა 1653545869

ოკუპანტები
6 თვის ბავშვი რუსებმა ჩაის კოვზით გააუპატიურეს - პუტინური სადიზმი

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთი ომის დროს გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობას სხვადასხვა ფორმით იყენებს, როგორც ტაქტიკას. დენისოვა ამბობს, რომ ამ ტაქტიკას იყენებენ ს...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653545123