ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიას კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაემატება
საზოგადოება • 1679564192 80

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ იმ ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის მერიამ გასული წლის შემოდგომაზე ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა, რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აწარმოებს.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„მზიურში“ არსებული ტერიტორია, რომელიც, დაახლოებით, 1.5 ჰექტარი იყო და კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, მუნიციპალიტეტმა გამოისყიდა. არსებულ ტერიტორიაზე გვაქვს მუნიციპალური მიწაც. მთლიანობაში, ორ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი პარკი ეწყობა, რომელიც „მზიურის“ გაგრძელება იქნება. იმ მთავარ, დიდ მდელოს, რომელიც დაზიანებული იყო, რეაბილიტაცია უტარდება - მთლიანად გამოიცვლება დრენაჟი და მწვანე საფარი, დაემატება ხე-მცენარეები. ასევე, სრულად რეაბილიტირდება სპორტული სივრცე და დამონტაჟდება განათების სისტემა. პარკში მოეწყობა საპიკნიკე არეალი და ძაღლების სასეირნო სივრცეც. „მზიური“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი ტერიტორიის გაფართოება კი ყველა თაობის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, საპიკნიკე სივრცე, ცხოველების სასეირნო ზონა, დასასვენებელი პავილიონი, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიება.
გარდა ამისა, სადრენაჟე სისტემების მოწყობა მიმდინარეობს „მზიურში“ არსებულ საპიკნიკე არეალში. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა სარწყავი წყლისა და ნალექის გატარების შეფერხებამ გამოიწვია.
ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდა.

ვერძი ეცადეთ, ძველი სტერეოტიპებისგან გათავისუფლდეთ, რომლებიც ნებისმიერ საქმეში ხელს გიშლით. ეს დღე მამაც, რევოლუციურად განწყობილ ვერძებს მშვენიერ შესაძლებლობებს სთავაზობს. დროა, მიხვდეთ, რომ კონსერვატ...
ეს საინტერესოა • 1685734450

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში წერს, რომ ის და ჯარჯი თორაძე5 ივნისს ქორწინდებიან ,,ჩემო საყვარელო მეგობრებო, ალბათ გახსოვთ, თუ როგორ მინდოდა ჩემი დაბადების დღე თქვენთან ერთად...
სოცმედია • 1685733799

უმძიმესი ავარია მოხდა წყალტუბოში. დაშავებულია 2 არასრულწლოვანი. არსებული ინფორმაციით, 14 და 2 წლის ძმები ამ დრომდე კომაში არიან. ბავშვები ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში არიან მოთავსებულები.
შემთხვევა • 1685733556

ვისაც შეგიძლიათ გააზიარეთ! დიანას მეგობრებო, ცოტა ცუდი ამბავი გვაქვს გასაზიარებელი. აღმოჩნდა რომ ჯერ კიდევ ორი ქიმია უნდა დაუმატონ ჩვენს გოგს, სასწრაფოდ სჭირდება 200 ათასი ლირა, ისე საავადმყოფოში არ ა...
საზოგადოება • 1685732631

ბექა გრიგორიადისი მოსამართლემ ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი 2 000-ლარი დააკისრა. გრიგორიადისი გასულ ღამეს, პარლამენტთან იმ დროს დააკავეს, როცა ის კარვის გაშლას ცდილობ...
პოლიტიკა • 1685731956

7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. არჩევნები უნივერსიტეტის 6 ფაკულტეტზე, ასევე, დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის-ტუ...
განათლება • 1685731887