ერთადერთი გამონაკლისი ქართულ მართლმსაჯულებაში - გაიცანით მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

ვლადიმერ  ხუჭუა

 
მთელი საქართველოს მასშტაბით, თეთრიწყაროს სასამართლოს ერთი მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუა, აღმოჩნდა ის ერთადერთი გამონაკლისი ქართულ მართლმსაჯულებაში, რომელმაც არა მხოლოდ დაინახა თეთრ ფურცელზე გამოჟონილი შავი ლაქა, არამედ პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. მეტიც სასამართლო დარბაზში ჩატარებული ექსპერიმენტით იქ შეკრებილმა ცესკოს წარმომადგენლებმა ვერ უარყვეს რომ ფარულობა დაირღვა.

თეთრიწყაროს სასამართლოს შესასვლელში ახლაც კიდია პლაკატი, რომელიც მოქალაქეებმა აქ რამდენიმე დღის წინ დატოვეს. "მადლობა სიმართლისთვის, ბატონო მოსამართლე" და სამი გული.

ვლადიმერ ხუჭუამ კარიერა სტუდენტობის ასაკში დაიწყო. მცირე ხნით კერძო და ძირითადად საჯარო სამსახურში იყო ადვოკატი, პროკურორი და თითქმის ყველა ის საქმე აკეთა, რასაც იურისტის ხელში შეეძლო გაევლო. 2006 წელს პირნათლად შესრულებული სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე მიღებული აქვს ღირსების ორდენი. მრავალფეროვანი გამოცდილება სამართალწარმოებაში იყო მისი მთავარი უპირატესობა, რომ 2012 წლიდან მოსამართლედ განეწესებინათ.

 

მოსამართლე ხუჭუა იყო პირველი,  რომელმაც საიას სარჩელის განხილვისას ხმის მიცემის ფარულების დარღვევის შესახებ სხდომათა დარბაზში ექსპერიმენტის ჩატარება მოითხოვა და იყო ერთადერთი, რომელმაც სარჩელი დააკმაყოფილა და თეთრიწყაროსა და წალკის ოცდაათივე უბანზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო არჩევნების შედეგები გააბათილა.

იქნება თუ არა წლის ყველაზე ხმაურიან პროცესს  გავლენა მის კარიერაზე ამიერიდან. მოსამართლე რაიმე კონკრეტულ საფრთხეს  არ გრძნობს,  მაგრამ ყველაფრისთვის მზად არის.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლიეტუვა
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც EU-ს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც  მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხი...

პოლიტიკა 1733466513

პარლამენტი
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „პ...

პოლიტიკა 1733466395

სპეცრაზმი ცემა
"აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი 35 საათის განმავლობაში სამედიცინო დახმარებას ითხოვდა" - "უფლებები საქართველო"

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, 4 დეკემბერს, გამთენიისას აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი სამედიცინო დახმარებას 35 საათის განმავლობაში ითხოვდა. მათი ცნო...

პოლიტიკა 1733465474

კეკელიძე
„შევიტყვე, თურმე ჩემი "შეხედულებების გამო" ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც“ - გიორგი კეკელიძე

„"ახლა შევიტყვე, რომ თურმე ჩემი ,,შეხედულებების გამო"  ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც.სკოლებში სამი მიზეზით დავდივარ - წიგნები მიმაქვს, წიგნიერებაზე ვესაუბრები...

სოცმედია 1733464672

ბუკა პეტრიაშვილი
„დღეს რეჟიმს "იოლკა" უნდა დაედგა, რასაც ცხადია ვერ იზამს, მაგრამ თუ მაინც არ ამოიღებთ თავიდან ამ პროვოკაციას, რეჟიმს გთავაზობთ გამოსავალს“ - ბუკა პეტრიაშვილი

ბუკა პეტრიაშვილი სოცქსელში წერს: დღეს 6 დეკემბერია. იდეაში, დღეს რეჟიმს "იოლკა" უნდა დაედგა, რასაც ცხადია ვერ იზამს, მაგრამ თუ მაინც არ ამოიღებთ თავიდან ამ პროვოკაციას, რეჟიმს გთავაზობთ გამოსავალს: და...

სოცმედია 1733463914

გილაური ტრამპი
“ვაშინგტონში შევხვდი ტრამპის, გარემოცვის ძალზედ გავლენიან პირებს და საქართველო ვენესუელას შეადარეს” – ნიკა გილაური

ყოფილი მაღალჩინოსანი, ნიკა გილაური:    ქართული ოცნების წევრები და მომხრეები ერთმანეთს არწმუნებენ, რომ ტრამპი მოვა და ყველაფერი კარგად იქნება. არალეგიტიმური პრემიერის განცხადებებიც ხომ ეს იყო ამ დღეებშ...

პოლიტიკა 1733463613